საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყველა ობიექტური ინდექსი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს აქვს ფუნდამენტური პროგრესი აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ამ ყველაფერს ასევე ადასტურებენ უცხოელი პარტნიორები, თუმცა რომელი ინდექსებით და რომელი პარტნიორები არ დაუკონკრეტებია.
„რაც შეეხება ქვეყნის პროგრესს ყველა მიმართულებით, იქნება ეს დემოკრატიული განვითარება, ეკონომიკური განვითარება, თუ ნებისმიერი სხვა, ამას მოწმობს, ერთი მხრივ, შეჯერებული სტატისტიკური მონაცემები, რომელსაც ასევე ადასტურებენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები. ამას მოწმობს საერთაშორისო ინდექსები, ყველა საერთაშორისო ინდექსის თანახმად, ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური გაუმჯობესება, ყველა მიმართულებით, იქნება ეს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური საკითხები, თუ ნებისმიერი სხვა. ყოველ ჯერზე, მორიგი დასტური ქვეყნდება ხოლმე ამასთან დაკავშირებით. ყველა ობიექტური ინდექსი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს აქვს ფუნდამენტური პროგრესი აბსოლუტურად ყველა მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერმა.
2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონი ლარს მიაღწია, ხოლო 2019-2025 წლებში საშუალო წლიურმა ზრდის ტემპმა (CAGR) 12.1% შეადგინა. ამის…
2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვების შევსება განაგრძო, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.…
პირველი, მეშვიდე, მეათე კლასის სახელმძღვანელოების ბეჭდვის პროცესი დასრულების პროცესშია – 14 სექტემბრის ჩათვლით, ყველა სკოლაში იქნება ყველა სახელმძღვანელო დარიგებული, – ამის…