რუსეთის მთავრობამ ბენზინის ექსპორტის აკრძალვა წლის ბოლომდე გაახანგრძლივა

რუსეთის მთავრობამ ბენზინის ექსპორტის აკრძალვა წლის ბოლომდე გაახანგრძლივა

რუსეთის მთავრობამ ბენზინის ექსპორტის დროებითი აკრძალვა 2024 წლის 31 დეკემბრამდე გაახანგრძლივა – ამის შესახებ ბრძანება უკვე გამოქვეყნდა.

ამკრძალავი ზომა მარტიდან 31 აგვისტომდე იყო შემოღებული, მაგრამ მაის-ივლისში ღონისძიება შეჩერდა საწვავის ბაზრის გაჯერების გამო.

„2024 წლის პირველი სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, რუსეთში კვლავ იმოქმედებს ბენზინის ექსპორტის დროებითი შეზღუდვა. ამის მთავარი მიზეზია, შენარჩუნდეს სტაბილური მდგომარეობა სანავთობო ბაზარზე მაღალი სეზონური მოთხოვნისა და ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებში გეგმური რემონტის პერიოდში.

შეზღუდვა არ გავრცელდება საერთაშორისო სამთავრობათაშორისო შეთანხმებებით, მათ შორის ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების, მოქალაქეების მიერ პირადი სარგებლობისთვის ექსპორტირებული საწვავის მიწოდებაზე, ასევე საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარებისთვის ექსპორტირებულ საწვავზე – წერია მთავრობის მიერ ტელეგრამზე გავრცელებულ შეტყობინებაში.

მანამდე ბენზინის ექსპორტის აკრძალვა იგივე წესებით 2023 წლის 21 სექტემბრიდან 2023 წლის 17 ნოემბრამდე მოქმედებდა.

როგორც ცნობილია, ბენზინის ექსპორტის აკრძალვა არ ვრცელდება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებზე, ე.წ. სამხრეთ ოსეთზე, აფხაზეთზე, ასევე მონღოლეთსა და უზბეკეთზე.

შეგახსენებთ, რუსეთი საქართველოსთვის საწვავის მთავარი მომწოდებელია – შარშან ქვეყანამ შემოტანილ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებში ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი გადაიხადა.

2023 წელს საქართველომ რუსეთისგან 552.1 მლნ აშშ დოლარის ნავთობპროდუქტები იყიდა. მიმდინარე წლის 5 თვეში კი, 210.8 მლნ აშშ დოლარის.

 

bm.ge

მსგავსი სიახლეები

საბავშვო ბაღებში ნოროვირუსი გარედან არის შესული – ველოდებით გამოძიების დასრულებას – კახა აბულაძე

საბავშვო ბაღებში ნოროვირუსი გარედან არის შესული – ველოდებით გამოძიების…

„ნოროვირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის მხოლოდ ჩვენი საჯარო ბაღების აღსაზრდელები არ ყოფილან. გვაქვს ინფორმაცია, რომ სხვა დაინფიცირებული პაციენტებიც იყვნენ“, – ამის შესახებ…
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა

ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსესა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე შეხვედრაზე, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს…
რევაზ სოხაძე – ჩვენ არ გვინდა, უბრალოდ ავაშენოთ ინფრასტრუქტურა. მგვინდა, ახალი არქიტექტურული ღირებულება შევქმნათ

რევაზ სოხაძე – ჩვენ არ გვინდა, უბრალოდ ავაშენოთ ინფრასტრუქტურა.…

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ საერთაშორისო არქიტექტურული ფორუმი SHARE Georgia 2026 გახსნა. მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და…