თბილისში, ჩინელ და ქართველ ავტოიმპორტიორთა შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ჩინური მხარიდან ტიანჯინის მუნიციპალური კომერციის ბიუროს ხელმძღვანელი, გუ ტინქსინი, Harbour Bonded Area-ის ადმინისტრაციული ბიუროს, ტიანჯინის პორტის თავისუფალი სავაჭრო ზონის დირექტორის სუნ ინგი და ჩინეთის მსხვილი ავტო დილერები ესწრებოდნენ.
როგორც ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ალექსი ნონიაძე ამბობს, ჩინური მხარე დაინტერესებულია რომ ადგილობრივი წარმოების ავტომობილი საქართველოში გაყიდოს, განსაკუთრებული ინტერესი კი ელექტრო ავტომობილებზეა. მისი შეფასებით, ჩინელი ავტომწარმოებლები ფიქრობენ, რომ საქართველოში ავტომობილები საზღვაო გადაზიდვებით შემოვიდეს და ასევე მათი რეექსპორტი მეზობელ ქვეყნებში მოხდეს.
“მათი შემოთავაზება მარტივია, ის რომ ჩვენთან გაიყიდოს მათი წარმოების ავტომობილები. განსაკუთრებით აინტერესებთ ელექტრო ავტომობილების გაყიდვა ჩვენთან და რეგიონში. ასევე ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ ლოგისტიკის თვალსაზრისით ეს განხორციელდეს ზღვით. შემოვიდეს საზღვაო ხაზით და ლოგისტიკა ავაწყოთ ამ მიმართულებით კონტეინერებით. სურთ, რომ გაიყიდოს შიდა ბაზარზე და გავიდეს მეზობელ ქვეყნებში სომხეთსა და აზერბაიჯანში – ჯერჯერობით ეს ხედვა აქვთ. სხვა ხედვა ჩვენ ვერ დავინახეთ. თუმცა გამოიკვეთა ისეთი საკითხები და პრობლემები, რაზეც ჩვენ გავახმავილეთ ყურადღება, რომელზეც პასუხები გვჭირდება,”-ამბობს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ალექსი ნონიაძე.
ნონიაძის შეფასებით, ჩინურ მხარესთან თანამშრომლობის დაწყებამდე რამდენიმე პრობლემური საკითხია, რომელიც უნდა მოგვარდეს.
“ვინც ჩინურ ბაზარს იცნობს და მათ მრეწველობას დამეთანხმება, რომ იქ წარმოებას სახელმწიფო ასუბსიდირებს. ამის გამო მასიურად ხდება ავტომობილების წარმოება და ჩინეთს აქვს ჭარბი მიწოდება. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა მათთვის ფაქტობრივად ევროპის და ამერიკის ბაზარიც დაიკეტა. ახლა ეძებენ ალტერნატიულ ბაზრებს და მათ შორის ჩვენს ქვეყანაში. ამ ჭარბი მიწოდების შემთხვევაში სუბსიდირების პრობლემა შეიძლება დაუდგეთ, ამიტომ მათ გადაწყვიტეს ახალი ავტომობილი, რომელსაც ნულოვანი გარბენი აქვს, დაარეგისტრირონ მეორად ავტომობილად. ამ ავტომობილებზე ვითხოვთ ჩვენ გარანტიებს, რომელსაც ვერ გვაძლევენ. დავაყენეთ საკითხი ხარისხთან დაკავშირებით, ასევე დავაყენეთ საკითხი, ხომ არ იქნება საქართველოს მიმართ ექსკლუზიური ფასები, რომელიც ქვეყანას ჰაბის სტატუსს შეუნარჩუნებს,”-ამბობს ალექსი ნონიაძე.
“სოხუმის ახალი აეროპორტის ამოქმედება 2025 წლის ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება”, – ამის შესახებ პროპაგანდისტულ გამოცემა Sputnik-თან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩმა რუსეთში,…
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება. ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. ცესკო-ზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში…
თბილისის მერიამ საკრებულოს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარუდგინა, რომელიც საკრებულოში განხილვების შემდეგ დაკორექტირდება. ბიუჯეტის პირველადი პროექტით, თბილისის მერიის ხარჯები 1,781,853,300…