2012 წლის შემდეგ საქართველოში ბიზნესის რეკეტი შეწყდა – ირაკლი კობახიძე

2012 წლის შემდეგ საქართველოში ბიზნესის რეკეტი შეწყდა – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოში ბიზნესის რეკეტი შეწყდა. ასე უპასუხა კობახიძემ TV პირველის ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს შეეხებოდა.

ჩიკვაიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის მოგზავნილი კაცი ნარკოტიკებს და ფულის გათეთრებას სთავაზობდა. ჩიკვაიძე, რომელიც 12 წლის განმავლობაში, ივანიშვილის გუნდის მხარდამჭერი იყო, ამტკიცებს, რომ მისი ტერორი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2022 წელს ანტისახელმწიფოებრივ დავალებაზე უარი თქვა. ბიზნესმენმა განცხადებები TV პირველის გადაცემა „რეაქციაში“ გააკეთა.

„ბიზნეს-რეკეტი იყო სისტემური 2012 წლამდე და 2012 წლიდან შეწყდა. რაც შეეხება ასეთი ტიპის წინასაარჩევნო შოუებს, ჩვენ გვახსოვს ასეთი ტიპის შოუები არაერთხელ. როცა ტარდებოდა არჩევნები, მაინცდამაინც არჩევნების წინ გამოდიოდნენ ადამიანები და ასეთ რაღაცებს ამბობდნენ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე. გახსოვთ ოქრუაშვილის ამბავი და ა.შ. თუმცა ვერცერთ ჯერზე ვერავინ ვერავითარი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, რომ ასეთი რამ ხდება. ამ შემთხვევაში არის კაცი, რომელსაც თავისი პრობლემები აქვს. ამ პრობლემებს არ მინდა ჩავუღრმავდე. ეს არის მორიგი წინასაარჩევნო შოუ, რომლის მტკიცებულებაც არ არსებობს“, – ამბობს კობახიძე.

მსგავსი სიახლეები

2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონ ლარს მიაღწია – TBC Capital

2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონ ლარს…

2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონი ლარს მიაღწია, ხოლო 2019-2025 წლებში საშუალო წლიურმა ზრდის ტემპმა (CAGR) 12.1% შეადგინა. ამის…
2026 წლის ივლისში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 488.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2026 წლის ივლისში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 488.2 მლნ…

2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვების შევსება განაგრძო, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.…
14 სექტემბრის ჩათვლით, ყველა სკოლაში იქნება ყველა სახელმძღვანელო დარიგებული – გივი მიქანაძე

14 სექტემბრის ჩათვლით, ყველა სკოლაში იქნება ყველა სახელმძღვანელო დარიგებული…

პირველი, მეშვიდე, მეათე კლასის სახელმძღვანელოების ბეჭდვის პროცესი დასრულების პროცესშია – 14 სექტემბრის ჩათვლით, ყველა სკოლაში იქნება ყველა სახელმძღვანელო დარიგებული, – ამის…