8 თვეში საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 66%-ით გაიზარდა – ღვინის ეროვნული სააგენტო

8 თვეში საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 66%-ით გაიზარდა – ღვინის ეროვნული სააგენტო

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 900 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 66%-ით აღემატება – აღნიშნული ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

გავრცელებულ ინფორმაციაში ამერიკაში ქართული ღვინის ცნობადობის ზრდისთვის გადადგმულ ნაბიჯებზეა საუბარი. სააგენტოში აღნიშნავენ, რომ

ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც 2013 წლის შემდეგ, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებულმა ღონისძიებებმა, ხელი შეუწყო აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას.

„ამერიკის ბაზარზე ქართული ღვინის პოზიციების დასადგენად, მიმდინარე წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით აშშ-ში სამომხმარებლო ბაზრის კვლევა ჩატარდა. კვლევის მიხედვით, ექსპორტის მზარდი მაჩვენებლის შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია ქართული ღვინის შესახებ ცნობადობა ამაღლდეს არა მხოლოდ კონკრეტულად დარგის პროფესიონალებში, არამედ ზოგადად, რიგით ამერიკელ მომხმარებლებში. მომხმარებელი არის საბოლოო რგოლი ღვინის გაყიდვების ჯაჭვში. აღნიშნულის გათვალისწინებით, აშშ-ში მომხმარებელზე ორიენტირებულ სარეკლამო კამპანია დაიგეგმა“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.

2023 წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და მხარდაჭერით, აშშ-ში განხორციელებულმა მომხმარებელზე ორიენტირებულმა სარეკლამო კამპანიამ და ისეთ მედია საშუალებებთან თანამშრომლობამ, როგორიც არის CBS და CNN, წარმატებულად იმუშავა და შედეგად, 2023 წლის მეოთხე კვარტალში და 2024 წლის განვლილი პერიოდში ქართული ღვინის გაყიდვების უპრეცედენტო ზრდა დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი ბაზარია, სადაც ერთი ლიტრი ქართული ღვინის საშუალო ფასი 6 აშშ დოლარის ფარგლებშია.

აშშ-ში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის კამპანია ამ ეტაპზე მოიცავს:

  • 16-18 სექტემბერს, პრესტიჟული ამერიკული ღვინის გამოცემის „Wine Enthusiast“ ერთ-ერთი რედაქტორი და სადეგუსტაციო კომისიის წარმომადგენლის ემილი სალადინო (Emily Saladino) ეწვევა საქართველოს. ვიზიტის ფარგლებში იგ ჩაატარებს ქართული ღვინის ბრმა დეგუსტაციას და Wine Enthusiast-ის 100 ქულიანი შეფასების სისტემის მიხედვით შეაფასებს წარდგენილ ღვინოებს, ასევე ეწვევა კახეთის რეგიონს. დეგუსტაციაზე წარდგენილი ღვინოების შეფასებები გამოქვეყნდება Wine Enthusiast-ის გვერდზე.
  • სექტემბრის თვეში განხორციელდება ამერიკელი ღვინის პროფესიონალებისა და ჟურნალისტების ტური საქართველოში.
  • 23 სექტემბრიდან, 2 კვირის განმავლობაში, ქალაქ ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, აუთდორ კამპანიის ფარგლებში, ე.წ. 25 ლაითბოქსზე განთავსდება ქართული ღვინის სარეკლამო ბანერები.
  • 26 სექტემბერს, ქალაქ ნიუ-იორკში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა „გრანდ თეისტინგი“ ღვინის პროფესიონალების, მედიის და კომერციული სექტორის წარმომაგენლებისთვის გაიმართება.
  • ოქტომბრისა და ნოემბრის თვეებში, ქართული ღვინის სარეკლამო კამპანიას ადგილი პრესტიჟულ გამოცემა „New York Times“ დაეთმობა. New York Times-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსდება ე.წ. ბლოკბანერი და ნებისმიერ მომხმარებელს, რომელიც ესტუმრება საიტს სარეკლამო ველში გამოუჩნდება ქართული ღვინის სარეკლამო ბანერების სლაიდშოუ. აღნიშნული გამოცემის საშუალო ნახვა კვირის განმავლობაში 100 მლნ მომხმარებელს აჭარბებს.

bm.ge

მსგავსი სიახლეები

10 თვეში საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 22.9%-ით 4.9 მლნ დოლარამდე შემცირდა – ღვინის ეროვნული სააგენტო

10 თვეში საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 22.9%-ით 4.9 მლნ…

2025 წლის 10 თვეში საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 22.9%-ით 4.9 მლნ დოლარამდე შემცირდა. შედეგად წელს აშშ-ში 794 607 ლიტრი ღვინო გავიტანეთ.…
საბაჟოზე კონტროლი მკაცრდება

საბაჟოზე კონტროლი მკაცრდება

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „საბაჟო კოდექსში“ ცვლილებას, რომელიც ნარკოტიკული და სხვა აკრძალული ნივთიერებების უკანონო გადაადგილების აღკვეთის მექანიზმებს ეხება. “ქართული ოცნების” შინაგან საქმეთა მინისტრის…
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე დატოვა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე დატოვა

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. სებ-ი მიუთითებს, რომ იმის მიუხედავად, რომ ნოემბერში…