ქართველი მილიარდერი, მიხეილ ლომთაძე ყაზახეთის საუკეთესო CEO მეექვსედ გახდა

ქართველი მილიარდერი, მიხეილ ლომთაძე ყაზახეთის საუკეთესო CEO მეექვსედ გახდა

ყაზახეთის ზრდის ყოველწლიურ ფორუმზე წლის საუკეთესო CEO (აღმასრულებელი დირექტორი) მიხეილ ლომთაძე მეექვსედ გახდა.

Kaspi.kz-ის ხელმძღვანელი და თანადამფუძნებელი, ყაზახეთში კომპანიის საუკეთესო ხელმძღვანელად სხვადასხვა სფეროს 500 წარმომადგენელს შორის შეირჩა.

„მადლობას ვუხდით ჟიურის მაღალი შეფასებისთვის. მადლობა ჩვენს საყვარელ კლიენტებსა და პარტნიორებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის. ასევე, სამთავრობო უწყებებს ქვეყნის ციფრული განვითარების ხელსაყრელი გარემოს შექმნისთვის,” – თქვა ლომთაძემ დაჯილდოებაზე.

საუკეთესო მენეჯერებს ყოველწლიურად ადგენს ყაზახეთის ზრდის ფორუმის ექსპერტთა საბჭო. რომელშიც ბიზნესს და აკადემიური წრეების, სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები შედიან.

ცნობისთვის,მიხეილ ლომთაძე ბლუმბერგის მილიარდერების სიაში აღარ იძებნება, რაც მისი კომპანიის წინააღმდეგ გასულ კვირაში გავრცელებული ცრუ ბრალდების შედეგად ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე Kaspi-ს აქციების კლებას და შესაბამისად, ლომთაძის ქონების დროებით შემცირებას უკავშირდება. შედეგად, ბლუმბერგის მილიარდერების სიაში ამჟამად ერთადერთი ქართველი, ბიძინა ივანიშვილია, რომლის ქონებაც პლატფორმაზე 7.5 მლრდ აშშ დოლარადაა შეფასებული.

მიხეილ ლომთაძე Bloomberg-ის მილიარდერების სიაში აღარ არის – ჩამონათვალში მხოლოდ 1 ქართველია

მსგავსი სიახლეები

სამეწარმეო ვენახების გაშენებაზე თანხმობა უფასოდ გაიცემა

სამეწარმეო ვენახების გაშენებაზე თანხმობა უფასოდ გაიცემა

ღვინის მწარმოებლებმა კარგად იციან, ხარისხიანი ღვინის წარმოებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ვაზის ნერგების ხარისხი, გაშენების ექსპოზიცია, ნიადაგის შემადგენლობა, ვაზის ჯიშები. კომერციული ვენახების გაშენების…
გლდანის მერვე მიკრორაიონში რეკრეაციული სივრცე ეწყობა – მერია

გლდანის მერვე მიკრორაიონში რეკრეაციული სივრცე ეწყობა – მერია

გლდანის მერვე მიკრორაიონის N13 კორპუსთან რეკრეაციული სივრცე ეწყობა. სამუშაოები დაახლოებით 7 000 კვ.მ ფართობზე ჩატარდება. პროექტის საწყის ეტაპს თბილისის მერი კახა…
იანვარში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 18%-ით გაიზარდა – მიზეზები

იანვარში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 18%-ით გაიზარდა – მიზეზები

2026 წლის იანვარში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 1.4%-ით, 910 გვტ. საათამდე შემცირდა. ამის შესახებ “თიბისი კაპიტალის” ელექტროენერგიის ბაზრის იანვრის მიმოხილვაშია აღნიშნული. ჰიდროსადგურების გამომუშავება წლიურად შემცირებულია…