27-29 სექტემბერს ბათუმში Startup Investment Forum BATUMI VOL.2 გაიმართება

27-29 სექტემბერს ბათუმში Startup Investment Forum BATUMI VOL.2 გაიმართება

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ბათუმის ტექნოპარკისა და აქსელის – საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელის თანაორგანიზებით, 2024 წლის 27-29 სექტემბერს Startup Investment Forum – Batumi Vol.2 -ს გაიმართება.

GITA-ს გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიება 3 დღის განმავლობაში თბილისისა და ბათუმის სტარტაპ ეკოსისტემის წევრებს გააერთიანებს, მათ შორის ანგელოზ ინვესტორებს, ტექნოლოგიური სტარტაპების დამფუძნებლებს, პოტენციურ ანგელოზ ინვესტორებს და სფეროთი დაინტერესებულ კერძო თუ საჯარო ორგანიზაციებს.

“ფორუმის მთავარი მიზანია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა, კერძო სექტორის ჩართულობის გაზარდა, ინვესტორების დაინტერესება ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერით და ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების ხელშეწყობა”, – აღნიშნავენ სააგენტოში

ღონისძიების სტუმრები 3 დღის განმავლობაში ბათუმში დაესწრებიან სხვადასხვა დახურულ შეხვედრებს, ხოლო ღია კონფერენცია 28 სექტემბერს გაიმართება და მოიცავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების ფიჩებს, აქსელის შესახებ პრეზენტაციასა და პანელურ დისკუსიებს, სადაც აქსელის წევრები, მოწვეული სტუმრები და სტარტაპები საკუთარ გამოცდილებას გააზიარებენ.

გარდა კონფერენციისა, აქსელისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, იგეგმება დახურული შეხვედრები ეკოსისტემის სხვადასხვა აქტორებთან, ადგილობრივი სტარტაპების დამფუძნებლებთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.

მსგავსი სიახლეები

4-5 მაისს ერევანში ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი გაიმართება

4-5 მაისს ერევანში ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი გაიმართება

4-5 მაისს, ერევანში, ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს. სამიტში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსუა…
ფასების კომისიამ საბოლოო დასკვნა 8 ხმით 6-ის წინააღმდეგ მიიღო

ფასების კომისიამ საბოლოო დასკვნა 8 ხმით 6-ის წინააღმდეგ მიიღო

პარლამენტის დროებითმა კომისიამ, რომელიც სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურას სწავლობდა, მუშაობა დაასრულა. შემაჯამებელ სხდომაზე კომისიამ დასკვნის პროექტს მხარი 8 ხმით…
მძღოლების სამართალდარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა

მძღოლების სამართალდარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა

დღეიდან ძალაში შევიდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მთავარ მიზანს საგზაო მოძრაობის წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო…