აბასთუმნის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დასრულდა – პროექტისთვის ბიუჯეტიდან 5.3 მლნ დაიხარჯა

აბასთუმნის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დასრულდა – პროექტისთვის ბიუჯეტიდან 5.3 მლნ დაიხარჯა

„დასკვნით ფაზაშია არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აბასთუმანში, რაც მსგავსი კურორტების ურბანული განახლების ძალიან კარგ მაგალითს წარმოადგენს. განახლდა აბასთუმნის ცენტრალური პარკი, სადაც მოეწყო სხვადასხვა ტიპის სივრცეები ყველა ასაკის დამსვენებლისთვის. პარკი, როგორც აბასთუმნის მკვიდრთათვის, ასევე სტუმრებისათვის ძალიან საინტერესო რეკრეაციულ სივრცედ იქცა,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ აბასთუმანში დასრულებული და მიმდინარე პროექტების მონახულების შემდეგ განაცხადა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კურორტ აბასთუმნის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დაასრულა.

პარკში, რომელსაც ადგილობრივები ისტორიულად „როშას პარკით“ იხსენიებენ, აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა საფეხმავლო არეალს, შეიცვალა გარე განათების ბოძები, განთავსდა ახალი სკამები და ნაგვის ურნები, შეიცვალა წყალმომარაგების, ირიგაციის და ელექტრო საინჟინრო ქსელები, განახლდა შადრევანი და დენდროლოგია. პარკის ტერიტორიაზე მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცეები და მულტიფუნქციური სტადიონი. ასევე, აშენდა ერთსართულიანი ადმინისტრაციული შენობა. განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად მორგებულია შშმ პირებისა და საბავშვო ეტლით მოსარგებლე მშობლების საჭიროებებზე.

მინისტრის თქმით, დასკვნით ფაზაშია აბასთუმნის ავტოსადგომის მშენებლობაც. უკვე დასრულებულია სადგურის შენობა და აქტიურად გრძელდება შიდა მოსაპირკეთებელი და საინჟინრო სამუშაოები.

„მნიშვნელოვანია აბასთუმანში არსებული შენობების ურბანული განახლებაც, რაც სხვა პროექტებთან ერთად, აბასთუმანში დასვენებას კომფორტულს გახდის და გაახანგრძლივებს დამსვენებლების ყოფნას კურორტზე. აბასთუმნის განვითარებას ხელს უწყობს კერძო სექტორი და სასტუმროების მიმდინარე მშენებლობები. საერთო ჯამში, ჩვენ გვექნება თვისებრივად განახლებული, ბევრად უფრო მაღალი კატეგორიის კურორტი,“-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

აბასთუმნის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5.3 მილიონ ლარამდე მოხმარდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გასულ წლებში უკვე დაასრულა აბასთუმნის ცენტრალურ ქუჩაზე მე-19-მე-20 საუკუნეების 20-მდე ისტორიული სახლის, 1932 წელს აშენებული ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიისა და 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის სრული რეაბილიტაცია. შემუშავდა კურორტის განაშენიანების გენერალური გეგმა, დასრულდა კურორტის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემებისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობა მშენებლობა-რეაბილიტაცია.

უნიკალური კურორტის განვითარებისათვის, გრძელდება ბაღდათი-აბასთუმნის გზის სრული რეაბილიტაცია და აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა.

მსგავსი სიახლეები

პირები, რომლებიც ერთიან ეროვნულ, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობენ, მართვის მოწმობის გამოცდებისთვის სპეციალური შეღავათით ისარგებლებენ

პირები, რომლებიც ერთიან ეროვნულ, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდებში…

გაცნობებთ, რომ მძღოლობის კანდიდატები, რომლებიც ერთიან ეროვნულ, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობენ, მომსახურების სააგენტოს მხრიდან სპეციალური შეღავათით ისარგებლებენ, – ამის…
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სპეციალური საჭიროების მქონე გამოსაცდელებისთვის ინფორმაციას აქვეყნებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სპეციალური საჭიროების მქონე გამოსაცდელებისთვის…

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა იმ გამოსაცდელთა სია, რომლებისთვისაც 2026 წლის გამოცდების მიმდინარეობისას სპეციალური პირობები იქნება შექმნილი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის…
ინფრასტრუქტურის სამინისტრო – სახელმწიფო გზების შეკეთების მოდელიდან გზების მართვის თანამედროვე სისტემაზე გადადის

ინფრასტრუქტურის სამინისტრო – სახელმწიფო გზების შეკეთების მოდელიდან გზების მართვის…

საქართველოს მთავრობამ, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით, პარლამენტს წარუდგინა „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომლებიც საფუძველს ქმნის საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების…