II კვარტალში იაპონიიდან საქართველოში $59.2 მლნ-ის ინვესტიცია შემოვიდა – დარგები და კომპანიები

II კვარტალში იაპონიიდან საქართველოში $59.2 მლნ-ის ინვესტიცია შემოვიდა – დარგები და კომპანიები

II კვარტალში ქვეყნის ეკონომიკაში შემოსული 574.3 მილიონიან FDI-ში გაერთიანებული სამეფოს შემდეგ, იაპონია მეორე ქვეყანა იყო, საიდანაც ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, იაპონური ინვესტიციების მოცულობამ ამ პერიოდში 59.2 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც გასულ წელს ეს რიცხვი 16.5 მლნ დოლარს შეადგენდა.

უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წლის პირველ ნახევარში იაპონური ინვესტიციების მონაწილეობა ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში 85.7 მლნ დოლარს შეადგინა, 2024 წლის პირველ ნახევარში კი 78.5 მლნ დოლარი იყო.

BM.GE დაინტერესდა – რომელ სექტორებსა და კომპანიებში ჩაიდო 2024 წლის II კვარტალში იაპონური ინვესტიცია და ეს ინფორმაცია საქსტატიდან გამოითხოვა.

საქსტატიდან მიღებული პასუხის მიხედვით, იაპონიიდან ქვეყნის ეკონომიკაში ჩადებული ინვესტიციის დიდი მოდის დარგზე, რომელიც სტატისტიკაში დანარჩენ სექტორებით არის მონიშნული და აერთიანებს ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის, მშენებლობა, საბითუმო და საცალო ვაჭრობას, ავტომობილების და მოტიციკლების რემოტს, ასევე განთავსების საშუალებებს, ინფორმაცია და კომუნიკაციას, ადმინისტრაციულ და დამხმარე მომსახურების საქმიანობებს. ამ მიმართულებებზე 59 მილიონ 177 ათასი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო, ხოლო უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებში სულ რაღაც 55 ათასი დოლარი.

კომპანიები კი სადაც წლის ამ პერიოდში იაპონიიდან ინვესტიცია განხორციელდა არიან:

  • შპს ზე ლითლ პრინც
  • შპს დასავლეთ ევროპისა და იაპონიის სურსათი (დის)
  • სს დარიალი ენერჯი
  • შპს ტოიოტა კავკასია

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველომ 768.6 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მიიღო, რაც წლიურად 34%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

II კვარტალში ქვეყნის ეკონომიკაში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 574.3 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მხოლოდ აპრილ-ივნისთან შედარებით 10.3%-ით მეტია. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, FDI-ის ზრდა განპირობებული იყო სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის ზრდით.

მსგავსი სიახლეები

ლარში ცალკეული ტიპის სესხები გაიაფდა, უცხოურ ვალუტაში კი ფინანსური პირობების გამკაცრებაა მოსალოდნელი – სებ

ლარში ცალკეული ტიპის სესხები გაიაფდა, უცხოურ ვალუტაში კი ფინანსური…

საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, საქართველოში საკრედიტო აქტივობა მზარდია, თუმცა სესხებზე საპროცენტო განაკვეთების დინამიკა ვალუტისა და სესხის ტიპის მიხედვით განსხვავდება. მონეტარული პოლიტიკის…
მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სიროჯიდინ მუხრიდინს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სიროჯიდინ მუხრიდინს შეხვდა

ბათუმში, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს სიროჯიდინ მუხრიდინს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  უწყების…
ციფრული ლარი საპილოტე პროექტია და ამ ეტაპზე მისი საყოველთაო შემოღება არ იგეგმება – სებ

ციფრული ლარი საპილოტე პროექტია და ამ ეტაპზე მისი საყოველთაო…

ციფრული ლარი საპილოტე პროექტია და ამ ეტაპზე მისი საყოველთაო შემოღება არ იგეგმება, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული. „საქართველოს…