გაზის სექტორში კომპანიების გაყოფის პროცესი წლის ბოლოს დასრულდება – დავით ნარმანია

გაზის სექტორში კომპანიების გაყოფის პროცესი წლის ბოლოს დასრულდება – დავით ნარმანია

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ გაზის ბაზრის რეფორმის ფარგლებში კომპანიების განცალკევების ანუ ე.წ. ანბანდლინგის პროცესის დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება.

როგორც დავით ნარმანიამ BMG-ის ენერგეტიკული გაერთიანების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხის კომენტირებისას განუცხადა, აღნიშნული მიმართულებით მუშაობა ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს. მისი თქმით, საუბარია კომპანიების „თბილისი ენერჯის“, „სოკარის და „საქორგგაზის“ გაყოფაზე იმგვარად, რომ ცალკე გამანაწილებელი და ცალკე მიმწოდებელი კომპანიები ჩამოყალიბდნენ.

დავით ნარმანიას თქმითვე, იგი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ საქართველოს ენერგეტიკის დარგში აღებულ ვალდებულებებში ჩამორჩენა აქვს.

„ბუნებრივი გაზის სექტორში ბაზრის გახსნის რეფორმა ერთი წლით მოჰყვება ელექტროენერგეტიკის სექტორში ბაზრის გახსნის რეფორმას. ასეა ეტაპები დალაგებული. აქედან გამომდინარე, მას შემდეგ, რაც ელექტროენერგეტიკის ბაზარი ნებაყოფლობით რეჟიმში გაიხსნა, უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა ბუნებრივი გაზის სექტორში ბაზრის გახსნაზე და კომპანიების განცალკევების საკითხზე მუშაობა. ძირითადი მარეგულირებელი ნორმები უკვე მომზადებულია და მისი განხილვები მალე დაიწყება. სამ კომპანიას განცალკევება უწევს. ესაა „თბილისი ენერჯი“, „სოკარ გაზი“ და „საქორრგაზი“. მათ ჩვენ მიერ მიღებული წესების შესაბამისად, უკვე წარმოადგინეს კომისიაში განცალკევებასთან დაკავშირებული საკითხები. წლის ბოლომდე ამ საკითხზე მივიღებთ გადაწყვეტილებას და ეს პროცესი დასრულდება. შესაბამისად, გაზის სექტორში ცალკე გამანაწილებელი და ცალკე მიმწოდებელი კომპანიები ჩამოყალიბდება.

რაც შეეხება იმას, რომ საქართველო რომელიმე ქვეყანას ჩამორჩება ენერგეტიკის სექტორში რეფორმების კუთხით, ამას კატეგორიულად ვერ დავეთანხმები. რეფორმები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. თუ გავითვალისწინებთ კოვიდ ფაქტორს და იმას, რომ ასეთ მასშტაბურ რეფორმებს სიჩქარე არ უყვარს, მე ვფიქრობ, რეფორმები ოპტიმალური ნაბიჯებით მიმდინარეობს მთავრობაშიც და მარეგულირებელშიც.

ცნობისთვის, ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში აცხადებენ, რომ საქართველოს გაზის სექტორში აღებული ვალდებულებების დიდი ნაწილი შესრულებული კვლავ არ აქვს. ენერგოგაერთიანების გაზის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს ისეთ რეფორმებში აქვს ჩამორჩენა, როგორიცაა გაზის ბაზრის ლიბერალიზაცია, ბირჟის ამოქმედება და ბუნებრივი გაზის ბაზარზე კომპანიების განცალკევების, ე.წ. ანბანდლინგის ვალდებულება.

2017 წელს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით საქართველომ როგორც ელექტროენერგეტიკის, ისე ბუნებრივი გაზის ბაზრების ლიბერალიზაციის ვალდებულება აიღო. მათ შორისაა, ენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის ბირჟის ამოქმედება, გამანაწილებელი და გადამცემი სისტემის ოპერატორების განცალკევება და ლიცენზიანტი კომპანიების ე.წ. ანბანდლინგი.

 

bm.ge

მსგავსი სიახლეები

რევაზ სოხაძე – ჩვენ არ გვინდა, უბრალოდ ავაშენოთ ინფრასტრუქტურა. მგვინდა, ახალი არქიტექტურული ღირებულება შევქმნათ

რევაზ სოხაძე – ჩვენ არ გვინდა, უბრალოდ ავაშენოთ ინფრასტრუქტურა.…

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ საერთაშორისო არქიტექტურული ფორუმი SHARE Georgia 2026 გახსნა. მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და…
დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის მიმართვა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში – მაკა ბოჭორიშვილი

დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის მიმართვა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში – მაკა…

გაეროს გენერალური ასამბლეა დღეს ოფიციალურად იხსნება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მასში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი დონის დელეგაციები. “ეს არის ზოგადად ძალიან კარგი…
მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ველისლავა პეტროვა-ჩამოვას შეხვდა.…