ეჭვგარეშეა, რომ მშვიდობის გარეშე ტურიზმი არ არსებობს – ზურაბ პოლოლიკაშვილი

ეჭვგარეშეა, რომ მშვიდობის გარეშე ტურიზმი არ არსებობს – ზურაბ პოლოლიკაშვილი

ეჭვგარეშეა, რომ მშვიდობა და ტურიზმი ერთად მოიაზრება და მშვიდობის გარეშე ტურიზმი არ არსებობს, – ამის შესახებ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა ტურიზმის მსოფლიო დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თბილისში, სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავი ღონისძიება იმართება. მსოფლიო ტურიზმის დღის წლევანდელი თემა „ტურიზმი და მშვიდობაა“.

“დიდი პატივია, რომ ჩემს მშობლიურ ქალაქში გმასპინძლობთ და ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე მშვიდობაზე ვსაუბრობთ. ეჭვგარეშეა, რომ მშვიდობა და ტურიზმი ერთად მოიაზრება და მშვიდობის გარეშე ტურიზმი არ არსებობს და ამავე დროს ტურიზმს შეუძლია მშვიდობის დამყარება, მშვიდობის, რომელიც ასე გვჭირდება, თან ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე.

ომი ყველგან არის ჩვენ ირგვლივ და ბევრ ჩვენგანს ომი არამხოლოდ გაზეთებსა და ტელევიზორში უნახავს, არამედ ჩვენ მასში ვიცხოვრეთ, ჩვენ ის გამოვიარეთ. ყოველდღე ვხედავთ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა, განსაკუთრებით ქალები და ბავშვები იტანჯებიან, ვხედავთ ქალაქებსა და სოფლებს ნანგრევებში და ვხედავთ, როგორ ხდება მოსახლეობის ტრავმირება, ქვეყნებში ეკონომიკების ნგრევას, გეოპოლიტიკურ დაძაბულობას, უთანასწორობას, დეზინფორმაციას.

პლანეტა ტირის კლიმატის კრიზისის და ბიომრავალფეროვნების დანაკარგების გამო. ეს ყველაფერი დიდად მოქმედებს ჩვენს სექტორზე არამხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით. უნდა გვახსოვდეს, რომ ტურიზმი არ არის მხოლოდ ეკონომიკური ზრდა. ეს არის მშვიდობის თემა, ეს არის ხალხების გაერთიანება, კეთილდღეობის და დოვლათის შექმნა, განკურნების, გამძლეობის და რეგენერაციის საშუალება და ეს არის ისეთ გლობალურ მოქალაქეებად გადაქცევის ინსტრუმენტი, რომელიც ზრუნავს, აკავშირებს და იცავს უკეთეს სამყაროს. ერთმა ბრძენმა კაცმა თქვა, რომ მშვიდობა არ არის ის ადგილი, სადაც ჩახვალ და ჩემოდანს ამოალაგებ. მშვიდობა არის მენტალური მოგზაურობა, რომელიც მუდმივ ძალისხმევას მოითხოვს, ჩვენ ერთად უნდა გავიაროთ ეს მოგზაურობა და ტურიზმი გონივრულად და მიზანმიმართულად გამოვიყენოთ”, – განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

მსგავსი სიახლეები

2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონ ლარს მიაღწია – TBC Capital

2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონ ლარს…

2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონი ლარს მიაღწია, ხოლო 2019-2025 წლებში საშუალო წლიურმა ზრდის ტემპმა (CAGR) 12.1% შეადგინა. ამის…
2026 წლის ივლისში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 488.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2026 წლის ივლისში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 488.2 მლნ…

2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვების შევსება განაგრძო, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.…
14 სექტემბრის ჩათვლით, ყველა სკოლაში იქნება ყველა სახელმძღვანელო დარიგებული – გივი მიქანაძე

14 სექტემბრის ჩათვლით, ყველა სკოლაში იქნება ყველა სახელმძღვანელო დარიგებული…

პირველი, მეშვიდე, მეათე კლასის სახელმძღვანელოების ბეჭდვის პროცესი დასრულების პროცესშია – 14 სექტემბრის ჩათვლით, ყველა სკოლაში იქნება ყველა სახელმძღვანელო დარიგებული, – ამის…