დუბაიში საქართველოს ბიზნეს პალატა დაფუძნდა – “დავეხმარებით ქართულ ბიზნესს”

დუბაიში საქართველოს ბიზნეს პალატა დაფუძნდა – “დავეხმარებით ქართულ ბიზნესს”

დუბაიში საქართველოს ბიზნეს პალატა დაფუძნდა. გაერთიანება არაბთა გაერთიანებული საამიროებში არსებულმა ქართული ბიზნესის წარმომადგენლებმა შექმნეს. მასში ჯერჯერობით 15 კომპანია და 5 ფიზიკური პირი შედის. როგორც პალატის ხელმძღვანელმა, თემო მიქელაძემ აღნიშნა, წევრთა უმრავლესობა დუბაიში, ჰორეკა სექტორში, გადაზიდვების და ავტოტრანსპორტის, ასევე უძრავი ქონების ბიზნესში არიან.

„პალატის დაფუძნება გადავწყვიტეთ იმისათვის, რომ ქართულ ბიზნესს გავუმარტივოთ აქ ბიზნესის დაწყება და ოპერირება. აქ ჩამოსული ბიზნესები გადიან რთულ პროცესებს, რაც უკავშირდება კომპანიის დაფუძნებას, საბანკო ანგარიშების გახსნას და ა.შ. ამ მომსახურებებში არიან კომპანიები, რომლებიც ძალიან დიდ თანხებს იღებენ. ვინც რაღაცას ვაკეთებთ დუბაიში, მსგავსი პრობლემები ყველას შეგვქმნია. ამ პრობლემების ერთმანეთისთვის გაზიარება რომ დავიწყეთ, მივხვდით, რომ საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა. ამიტომ შევქმნით საქართველოს ბიზნეს პალატა“, – ამბობს ბიზნეს პალატის ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, არაბთა გაერთიანებული საამიროების უწყებებს, როცა ბიზნესი პალატის სახელით მიმართავს განცხადებით, ეს უფრო ეფექტიანია პასუხის მიღებისთვის, ნაკლებ დროსაც მოითხოვს და უფრო მარტივადაც პასუხობენ.

„აქ ნდობის მოპოვება მნიშვნელოვანია, საქართველოს ბიზნეს პალატა ამ კუთხითაც იმუშავებს და დაეხმარება ქართულ ბიზნესებს“, – დასძინა მან.

მსგავსი სიახლეები

4-5 მაისს ერევანში ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი გაიმართება

4-5 მაისს ერევანში ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი გაიმართება

4-5 მაისს, ერევანში, ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს. სამიტში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსუა…
ფასების კომისიამ საბოლოო დასკვნა 8 ხმით 6-ის წინააღმდეგ მიიღო

ფასების კომისიამ საბოლოო დასკვნა 8 ხმით 6-ის წინააღმდეგ მიიღო

პარლამენტის დროებითმა კომისიამ, რომელიც სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურას სწავლობდა, მუშაობა დაასრულა. შემაჯამებელ სხდომაზე კომისიამ დასკვნის პროექტს მხარი 8 ხმით…
მძღოლების სამართალდარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა

მძღოლების სამართალდარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა

დღეიდან ძალაში შევიდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მთავარ მიზანს საგზაო მოძრაობის წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო…