ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით რესპუბლიკური საავადმყოფოს პროექტის საორიენტაციო ბიუჯეტი 160 მილიონი ლარია. მან ამის შესახებ რეაბილიტაციის გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, ყველა სახის სამუშაოების დასრულებას 4 წელი დასჭირდება, რეაბილიტაციის შემდეგ კი, კლინიკა მინიმუმ 700 საწოლზე იქნება გათვლილი და პაციენტები ყველაზე თანამედროვე სერვისების მიღებას შეძლებენ.
„ჩვენი გამოთვლებით, საორიენტაციო ბიუჯეტი პროექტის განსახორციელებლად, ყველა იმ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რაც მათ შორის საერთაშორისო ექსპერტებისგან არის რეკომენდებული, 160 მილიონი ლარი იქნება, რომელსაც დავხარჯავთ და რომლის შედეგადაც პრაქტიკულად ყველა გამოწვევა იქნება დაძლეული ამ მიმართულებით. მინდა აღვნიშნო, რომ სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების პარალელურად, დაწესებულება ფუნქციონირებას არ შეწყვეტს“,- აღნიშნა მინისტრმა.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის 22 იანვარს მაშინდელმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ იგეგმება რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟი და მის ბაზაზე ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს აშენება. თებერვალში უკვე ახალი პრემიერის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით ირაკლი ღარიბაშვილის დემონტაჟის გადაწყვეტილება შეჩერდა. კობახიძის გადაწყვეტილებით დაანონსდა, რომ კლინიკა ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებდა, პარალელურად კი კლინიკის უკანა ეზოში ახალი საავადმყოფოს პროექტის განხორციელება დაიწყებოდა.
2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონი ლარს მიაღწია, ხოლო 2019-2025 წლებში საშუალო წლიურმა ზრდის ტემპმა (CAGR) 12.1% შეადგინა. ამის…
2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვების შევსება განაგრძო, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.…
პირველი, მეშვიდე, მეათე კლასის სახელმძღვანელოების ბეჭდვის პროცესი დასრულების პროცესშია – 14 სექტემბრის ჩათვლით, ყველა სკოლაში იქნება ყველა სახელმძღვანელო დარიგებული, – ამის…