ოქტომბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 0.3% შეადგინა, – ამის შესახებ საქსტატის ინფლაციის ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, 2024 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ყველაზე მსხვილ სამომხმარებლო ჯგუფში – სურსათში ფასები წლიურად 0.4%-ით გაიზარდა. ამასთან, სურსათზე უფრო მკვეთრად 3.3%-ით არის გაზრდილი ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ფასები, ასევე 7.6%-ით არის მომატებული სასტუმროებისა და რესტორნების ფასები, განათლების სექტორში კი ზრდა 5%-ს შეადგენს.
სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.6 პროცენტით, რაც წლიურ ინდექსზე 0.26 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაზრდილია როგორც ღამის გასათევით მომსახურებაზე (10.4 პროცენტი), ისე საზოგადოებრივ კვებაზე (6.8 პროცენტი);
განათლება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.25 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია სკოლამდელ და დაწყებით განათლებაზე (10.0 პროცენტი), საშუალო განათლებაზე (5.8 პროცენტი) და უმაღლეს განათლებაზე (2.8 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (5.2 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (1.1 პროცენტი);
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.8 პროცენტით, რაც 0.3 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (24.5 პროცენტი), დაზღვევა (12.9 პროცენტი), საფინანსო მომსახურება (4.5 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (1.8 პროცენტი);
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 5 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 4-მა თავი შეიკავა.…
სადისტრიბუციო სატრანსპორტო საშუალებებს ღამის საათებში ე.წ. ბასლაინში გადაადგილების უფლება მიეცემათ. აღნიშნული ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შედის.…
გაცნობებთ, რომ მძღოლობის კანდიდატები, რომლებიც ერთიან ეროვნულ, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობენ, მომსახურების სააგენტოს მხრიდან სპეციალური შეღავათით ისარგებლებენ, – ამის…