სუპერმარკეტების ქსელ “მაგნიტს” “დეილი” შეიძენს

სუპერმარკეტების ქსელ “მაგნიტს” “დეილი” შეიძენს

საქართველოს სუპერმარკეტების ბაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშის, “მაგნიტის”, ანუ “რითეილ ინვესთმენთსის” მფლობელი იცვლება, – ამის შესახებ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომელმაც კომპანიების კონცენტრაციაზე შესაბამისი თანხმობა გასცა.

კონკურენციის სააგენტოს თანახმად, “მაგნიტის” მფლობელი გახდება შპს “დეილი”, რომელიც ქართული სუპერმარკეტების ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ჯგუფია და რომელმაც 2024 წლის ზაფხულში კონკურენციის სააგენტოსგან “ფუდმარტის”, ანუ “სპარის” და “იოლის” ქსელებთან კონცენტრაციაზეც მიიღო თანხმობა.

BMG შეეცდება გარიგების დეტალების შესახებ მხარეებისგან უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოს.

მაგნიტი” 2023 წლის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით 349 სუპერმარკეტით იყო წარმოდგენილი, მისი მთლიანი გაყიდვები კი 570 მილიონი ლარი, წმინდა მოგება კი 2.4 მილიონი ლარი იყო. კომპანიის აქტივები გასული წლის მდგომარეობით 245.5 მილიონ ლარს შეადგენდა.

კომპანია 2017 წელს ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის ჰოლდინგის მიერ არის დაფუძნებული.

რაც შეეხება კომპანია “დეილის”, ის 2013 წელს არის დაფუძნებული, კომპანიის სტრატეგიას საქართველოს რეგიონებში სუპერმარკეტების ქსელების განვითარება წარმოადგენს. კომპანია ასევე ფლობს “გვირილას” სუპერმარკეტების ქსელს. 2023 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის აქტივები 129 მილიონ ლარს შეადგენს, გაყიდვები კი 327 მილიონი ლარი იყო. ამასთან, კომპანიას გასულ წელს 5.4 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდა. ფინანსური ანგარიშის თანახმად, “დეილის” 51%-ის მფლობელია ბიზნესმენი დავით კუხალაშვილი, 37%-ის მფლობელი კი ბიზნესმენი ზურაბ ზაქარიაძე.

დღესვე კონკურენციის სააგენტომ კიდევ ერთი კონცენტრაციის თაობაზე გასცა თანხმობა, სუპერმარკეტების ქსელი “დეილი” ქართული ლუდის კომპანიას, ანუ “ზედაზენს” შეიძენს.

 

bm.ge

მსგავსი სიახლეები

სადისტრიბუციო სატრანსპორტო საშუალებებს ღამის საათებში ე.წ. ბასლაინში გადაადგილების უფლება მიეცემათ

სადისტრიბუციო სატრანსპორტო საშუალებებს ღამის საათებში ე.წ. ბასლაინში გადაადგილების უფლება…

სადისტრიბუციო სატრანსპორტო საშუალებებს ღამის საათებში ე.წ. ბასლაინში გადაადგილების უფლება მიეცემათ. აღნიშნული ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შედის.…
პირები, რომლებიც ერთიან ეროვნულ, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობენ, მართვის მოწმობის გამოცდებისთვის სპეციალური შეღავათით ისარგებლებენ

პირები, რომლებიც ერთიან ეროვნულ, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდებში…

გაცნობებთ, რომ მძღოლობის კანდიდატები, რომლებიც ერთიან ეროვნულ, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობენ, მომსახურების სააგენტოს მხრიდან სპეციალური შეღავათით ისარგებლებენ, – ამის…
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სპეციალური საჭიროების მქონე გამოსაცდელებისთვის ინფორმაციას აქვეყნებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სპეციალური საჭიროების მქონე გამოსაცდელებისთვის…

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა იმ გამოსაცდელთა სია, რომლებისთვისაც 2026 წლის გამოცდების მიმდინარეობისას სპეციალური პირობები იქნება შექმნილი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის…