შვეიცარიაში Expovina-ზე 25 სახეობის ქართული ღვინო წარადგინეს

შვეიცარიაში Expovina-ზე 25 სახეობის ქართული ღვინო წარადგინეს

შვეიცარიაში, ქალაქ ციურიხში, ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე Expovina რვა მწარმოებლის 25 სახეობის ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი. 31 ოქტომბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარე Expovina-ს საგამოფენო სივრცე 9 გემზე მოეწყო და ათასობით სტუმარს უმასპინძლა. მეღვინეობის პრაქტიკულად ყველა ქვეყნიდან წარმოდგენილ ღვინოებს შორის იყო ქართული ღვინოც, რომელიც გამოფენაზე „ქართული ღვინის სახლმა“ (GeoHauss) წარადგინა.

გამოფენის Expovina გახსნას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე დაესწრო.

„შვეიცარიის ბაზარზე ქართული ღვინით დაინტერესების ზრდის ტენდენცია იმ მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად მივიღეთ, რომელსაც ბოლო წლებია ვახორციელებთ. თუმცა, ეს საკმარისი არ არის. აქტიურად უნდა გავაგრძელოთ ქართული ღვინის ცნობადობის ზრდის მიმართულებით მუშაობა. მოგეხსენებათ, Expovina შვეიცარიის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა და ორი კვირის განმავლობაში ათასობით სტუმარს, მათ შორის, ღვინის ექსპერტს, სომელიეს, ჰორეკა სექტორის, მედიის წარმომადგენლებს მასპინძლობს. მომავალ წელს Expovina-ს რიგით 70-ე, საიუბილეო გამოფენა გაიმართება, მზადებაც შესაბამისია. გვინდა ქართული ღვინო სათანადოდ იყოს წარმოდგენილი“, – განაცხადა დავით ტყემალაძემ.

გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე გამოფენის Expovina აღმასრულებელ დირექტორს, პასკალ შლიტლერს შეხვდა. მხარეებმა 2025 წელს, Expovina-ს რიგით 70-ე გამოფენაზე ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენის შესაძლებლობის საკითხი განიხილეს.

„ქართული ღვინის მწარმოებლები და მათ შორის, ჩვენც ძალიან ხშირად ვიღებთ სხვადასხვა ღვინის გამოფენაში მონაწილეობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერა ძალიან გვეხმარება“, – განაცხადა კახა ჭოტიაშვილმა, რომელსაც გამოფენაზე Expovina საკუთარი, ჭოტიაშვილის მარნის ღვინოები ჰქონდა წარმოდგენილი.

კახა ჭოტიაშვილმა აღნიშნა, რომ ევროპის ბაზარი არის ძალიან ობიექტურად მომთხოვნი ხარისხის მიმართ, რაც განაპირობებს ქართული ღვინის ხარისხის ამაღლებასაც.

 

ბიემჯი

მსგავსი სიახლეები

ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით ქუთაისი ხდება საქართველოს ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთი მთავარი ცენტრი – ამ ეკოსისტემის განუყოფელი ნაწილი გახდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი – კობახიძე

ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით ქუთაისი ხდება საქართველოს ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთი…

ქუთაისი ყოველთვის იყო განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა ჩვენს ქვეყანაში.დღეიდან კი, ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით, ქუთაისი ასევე ხდება საქართველოს ტექნოლოგიური…
სემეკ-მა საქართველოს ელექტროსისტემაში მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო

სემეკ-მა საქართველოს ელექტროსისტემაში მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო

სემეკ-მა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ავრცელებს. კომისიის ცნობით, სემეკ-ის…
საქართველოს საგარეო უწყება: ვიმედოვნებთ, ევროკავშირი გადახედავს ყულევის ქარხნის დასანქცირების გადაწყვეტილებას

საქართველოს საგარეო უწყება: ვიმედოვნებთ, ევროკავშირი გადახედავს ყულევის ქარხნის დასანქცირების…

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს წუხილს ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ…