ცესკოს თავმჯდომარემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო – მისი წლიური ანაზღაურება 162,000 ლარია

ცესკოს თავმჯდომარემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო – მისი წლიური ანაზღაურება 162,000 ლარია

ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, რომელიც 2023 წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებს და არსებული მდგომარეობით საბანკო ანგარიშებზე თანხებს და უძრავ და მოძრავ ქონებას მოიცავს. მიღებული ანაზღაურებებიდან ცესკოს თავმჯდომარე უთითებს 2023 წელს ხელფასის სახით მიღებულ 161,875 ლარს, რაც 2022 წელთან შედარებით 55,000 ლარით მეტი იყო.

ცესკოს თავმჯდომარის მეუღლემ, სალომე ჩიკვილაძემ კი ბიძინა ივანიშვილის “ქართუ ბანკში” 2023 წელს 33,872 ლარის ანაზღაურება მიიღო, დეკლარაციის თანახმად ის ისნის რაიონის საკრედიტო განყოფილების უფროსის პოსტს იკავებს, ამასთან ცესკოს თავმჯდომარის მეუღლის ანაზღაურება “ქართუ ბანკში” 2022 წელს 78,375 ლარს შეადგენდა, შესაბამისად, მისი მოცულობა გასულ წელს 44,500 ლარით შემცირდა.

გიორგი კალანდარიშვილის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მისი მეუღლე ფლობს 66.9 კვადრატული მეტრის ფართის ბინას თბილისში შატბერაშვილის ქუჩაზე, ასევე თანასაკუთრებაშია 843 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი ბაზალეთში, ასევე 100%-ით ფლობს 500 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს ბაზალეთში და ასევე კიდევ ერთ 500 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს ბაზალეთში, მისი შვილის სახელზეა რეგისტრირებული 750 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი სოფელ დიღომში, თბილისში, ვაშლიჯვარში 71 კვადრატული მეტრის ბინა, დუშეთში სოფელ ახატანში 1,018 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი, თბილისში შატბერაშვილის ქუჩაზე მდებარე 127 კვადრატული მეტრის ბინას, ამავე ქუჩაზე 16 კვადრატული მეტრის ავტოფარეხს, დუშეთში სოფელ ახატანში 617 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს, რომელიც მისი შვილის თანასაკუთრებაშია, ასევე ამავე სოფელში მდებარე კიდევ ერთ 300 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს, რომელიც ასევე თანასაკუთრებაშია.

გიორგი კალანდარიშვილს დეკლარაციაში მითითებული აქვს 2016 წელს გამოშვებული ავტომანქანა Lexus NX 200T, რომელიც მის მეუღლეს ეკუთვნის.

საბანკო ანგარიშებზე გიორგი კალანდარიშვილი და მისი მეუღლე მხოლოდ რამდენიმე ათას ლარს და ათას დოლარს ინახავენ, ხოლო ნაღდი ფულის სახით მითითებულია 3,500 ევრო და 4,800 დოლარი. ასევე გიორგი კალანდარიშვილი დეკლარაციაში წერს, რომ მას ეკუთვნის 354 ლარის ღირებულების კრიპტოვალუტა დოჯკოინი.

სხვა მსხვილი შემოსავლებიდან კალანდარიშვილი უთითებს ორი ბინის გაქირავებიდან მიღებულ $5600 და $6000 დოლარს, ხოლო მსხვილი ხარჯებიდან შვილების სწავლის საფასურში გადახდილ 15,490 ლარს.

ბიემჯი

მსგავსი სიახლეები

ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით ქუთაისი ხდება საქართველოს ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთი მთავარი ცენტრი – ამ ეკოსისტემის განუყოფელი ნაწილი გახდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი – კობახიძე

ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით ქუთაისი ხდება საქართველოს ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთი…

ქუთაისი ყოველთვის იყო განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა ჩვენს ქვეყანაში.დღეიდან კი, ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით, ქუთაისი ასევე ხდება საქართველოს ტექნოლოგიური…
სემეკ-მა საქართველოს ელექტროსისტემაში მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო

სემეკ-მა საქართველოს ელექტროსისტემაში მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო

სემეკ-მა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ავრცელებს. კომისიის ცნობით, სემეკ-ის…
საქართველოს საგარეო უწყება: ვიმედოვნებთ, ევროკავშირი გადახედავს ყულევის ქარხნის დასანქცირების გადაწყვეტილებას

საქართველოს საგარეო უწყება: ვიმედოვნებთ, ევროკავშირი გადახედავს ყულევის ქარხნის დასანქცირების…

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს წუხილს ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ…