თურქეთის ქალაქ სტამბოლში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მონაწილეობა მიიღო ოთხმხრივ შეხვედრაში, სადაც თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად რეგიონული მნიშვნელობის საკითხები განიხილა.
როგორც ეკონომიკის სამინისტრო იტყობინება, მხარეებმა იმსჯელეს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, რომლებსაც განსაკუთრებული როლი აქვთ არამხოლოდ ოთხი ქვეყნის, არამედ უფრო ფართო მასშტაბის თანამშრომლობისა და ენერგოუსაფრთხოებისთვის.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყნებს შორის, მათ შორის, თურქეთთან სახმელეთო ელექტროგადამცემი ქსელის განვითარება. მისი თქმით, საქართველო მზად არის მხარი დაუჭიროს ახალ პროექტებს, რომლებიც აკავშირებს კასპიის რეგიონს თურქეთთან და ევროკავშირთან. მინისტრის შეფასებით, ეს თანამშრომლობა აძლიერებს სტრატეგიულ კავშირებს მონაწილე ქვეყნებს შორის.
“რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტებთან ერთად ორი ქვეყნის ენერგეტიკული თანამშრომლობის კონკრეტულ საკითხებზე იმსჯელეს ლევან დავითაშვილმა და თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა არპარსლან ბაირახტარმა. ორმხრივ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი, გიორგი გიგინეიშვილი ესწრებოდა, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და თურქეთის ერთობლივ მისწრაფებას შუა დერეფნის, სამხრეთ გაზის დერეფნის რეალიზაციის კუთხით და აღნიშნეს, რომ ენერგეტიკული თანამშრომლობა ორ მეგობარ ქვეყანას შორის კვლავ წარმატებით გაგრძელდება.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო განახლებადი ენერგიის გადაცემის, მწვანე წყალბადის პროექტების განვითარების მნიშვნელობას და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, რომლითაც საქართველო დაუკავშირდება ევროკავშირის ერთიან ენერგეტიკულ ბაზარს. მინისტრების შეფასებით, ეს კავშირი გააძლიერებს განახლებადი ენერგიების წარმოებას, სატრანზიტო შესაძლებლობებს და ვაჭრობას ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიას შორის. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მეშვეობით საქართველო შესაძლებლობებს აძლევს თურქეთს და რეგიონის ქვეყნებს, ექსპორტზე გაიტანონ ელექტროენერგია ევროკავშირში”, – იტყობინება ეკონომიკის უწყება.
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი საკოლექციო დანიშნულების ვერცხლისა და ოქროს მონეტებს გამოუშვებს. სებ-ის მიერ…
დღეიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში პირველი ბიზნეს ლაუნჯი ამოქმედდა. პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“…
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრი გელა კანდელაკის იუბილესთან დაკავშირებით ფილმების რეტროსპექტივას მასპინძლობს. 4-დღიანი პროგრამა მაყურებელს რეჟისორის, პროდუსერისა და მსახიობის შემოქმედებას…