ეროვნულმა ბანკმა მიკრობანკის საქმიანობის პირველი ლიცენზია გასცა

ეროვნულმა ბანკმა მიკრობანკის საქმიანობის პირველი ლიცენზია გასცა

2024 წლის 5 დეკემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიკრობანკების ლიცენზირების წესის გათვალისწინებით, სს “მიკრო ბიზნეს კაპიტალზე” (MBC) მიკრობანკის საქმიანობის პირველი ლიცენზია გასცა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას თქმით, მიკრობანკების ინსტიტუტის განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოში საფინანსო სექტორში კონკურენციის კიდევ უფრო ზრდას, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის 2023-2025 წლის საზედამხედველო სტრატეგიის ნაწილია. მისი შეფასებით, ეს არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რომ მეტი საბანკო პროდუქტი გაიცეს მიკრო ბიზნესზე, მოემსახურონ ძირითად მცირე მსესხებლებს და კონკურენცია გაიზარდოს საბანკო სექტორში.

„ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომ მეტი საბანკო პროდუქტი გაიცეს მიკრო ბიზნესზე, მოემსახურონ ძირითად მცირე მსესხებლებს და კონკურენცია გაიზარდოს საბანკო სექტორში. ამავდროულად, კარგი შესაძლებლობაა იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, ვინც ახალ ეტაპზე გადასვლისა და მეტი დაფინანსების მოპოვების მსურველია“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

სს “მიკრო ბიზნეს კაპიტალი” მიკრობანკის ლიცენზიის აღებამდე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიცენზიით ფუნქციონირებდა, მისი ძირითადი ბიზნეს მიმართულება მცირე მეწარმეების დაფინანსება იყო. მიკრობანკად ტრანსფორმირების შემდგომ სს “მიკრო ბიზნეს კაპიტალი” მიზნად ისახავს გააგრძელოს მცირე ბიზნესის კიდევ უფრო აქტიური დაფინანსება და ბაზრისათვის სხვადასხვა ახალი ტიპის პროდუქტების შეთავაზება, ასევე დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემაში (RTGS) ჩართვის მეშვეობით გააძლიეროს კონკურენტუნარიანობა და ჩამოყალიბდეს საფინანსო სექტორში კიდევ უფრო ძლიერ მოთამაშედ.

ახალი ტიპის საფინანსო ინსტიტუტების ბაზარზე გამოჩენა ხელს შეუწყობს საქართველოს ფინანსურ სექტორში კონკურენციის თვისობრივად ახალ დონეზე გადაყვანას, რაც დადებით მოვლენად უნდა მივიჩნიოთ საფინანსო სექტორისა და სრულიად ქვეყნის ეკონომიკისათვის.

მსგავსი სიახლეები

2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონ ლარს მიაღწია – TBC Capital

2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონ ლარს…

2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონი ლარს მიაღწია, ხოლო 2019-2025 წლებში საშუალო წლიურმა ზრდის ტემპმა (CAGR) 12.1% შეადგინა. ამის…
2026 წლის ივლისში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 488.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2026 წლის ივლისში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 488.2 მლნ…

2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვების შევსება განაგრძო, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.…
14 სექტემბრის ჩათვლით, ყველა სკოლაში იქნება ყველა სახელმძღვანელო დარიგებული – გივი მიქანაძე

14 სექტემბრის ჩათვლით, ყველა სკოლაში იქნება ყველა სახელმძღვანელო დარიგებული…

პირველი, მეშვიდე, მეათე კლასის სახელმძღვანელოების ბეჭდვის პროცესი დასრულების პროცესშია – 14 სექტემბრის ჩათვლით, ყველა სკოლაში იქნება ყველა სახელმძღვანელო დარიგებული, – ამის…