11 თვეში 3.097 მლნ ტონა ტვირთის და 50.5 კონტეინერის გადაზიდვა მოხდა – მონაცემებს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ასოციაცია აქვეყნებს. ტვირთბრუნვა 2023 წლის ჯამურ მაჩვენებელზე უკვე 12%-ით მეტია. გატარებული კონტეინერების რაოდენობა კი, გასული წლის 12 თვის მაჩვენებელზე 2.4-ჯერ მეტია.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ნოემბერში ამ მარშრუტზე დაახლოებით 3 700 კონტეინერის გატარება მოხდა. ამასთან, დერეფანში წლის დასაწყისიდან 328 საკონტეინერო მატარებელმა გაიარა, საიდანაც 304 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან მოდიოდა.
აღსანიშნავია, რომ დეკემბრის დასაწყისში თბილისში ასოციაციის წევრთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც 2025 წლისთვის მარშრუტით ტვირთის ტრანსპორტირების ტარიფები დაამტკიცეს.
23 ოქტომბერს პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის ორგანიზებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე:„მსოფლიოსა და ეროვნული…
ბათუმში, ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, გაიმართა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ერთობლივი შეხვედრა. ინფორმაციას…
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრო. ინფორმაციას ირაკლი კობახიძის პრესსამსახური…