საქართველოს სავაჭრო ბრუნვა $23.4 მილიარდია – TOP-10 სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა

საქართველოს სავაჭრო ბრუნვა $23.4 მილიარდია – TOP-10 სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა

2024 წელს საქართველოს $23.4 მილიარდიან სავაჭრო ბრუნვაში მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები თურქეთი, რუსეთი და აშშ იყვნენ.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული 2024 წლის ვაჭრობის წინასწარი მონაცემებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვამ გასულ წელს 8%-ით 23 მილიარდ 435 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

2024 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.9% შეადგინა. ამასთან, გასულ წელს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების TOP-10-ეულიდან ვაჭრობა მხოლოდ აზერბაიჯანთან, სომხეთთან და იაპონიასთან შემცირდა. სხვა სავაჭრო პარტნიორებთან კი გაიზარდა.

ექსპორტი 2024 წელს 7.8%-ით 6 მილიარდ 560 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.5%-ია. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი. უნდა აღინიშნოს, რომ რეიტინგში ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერობა საქართველოს გავლით ავტომობილების რეექსპორტის გაზრდილი მაჩვენებლებით არის განპირობებული.

რაც შეეხება იმპორტს, 2024 წელს იმპორტი 8.1%-ით 16 მილიარდ 874 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი. ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილი მთლიან იმპორტში 69.9%-ია. პირველ სამეულს თურქეთი, აშშ და რუსეთი ადგენენ.

მსგავსი სიახლეები

„განათლების სამინისტრომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც უნდა მიეღო“ – რევაზ სოხაძე 21-ე სკოლაში სწავლის პროცესის შეჩერებაზე

„განათლების სამინისტრომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც უნდა მიეღო“ –…

ინფრასტრუქტურის მინისტრის რევაზ სოხაძის განცხადებით, თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში 18 სექტემბრიდან სასწავლო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრომ, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით,…
“18 სექტემბრიდან მგზავრობის ტარიფები ყველა კატეგორიაში 12%-ით გაიზრდება” – Bolt

“18 სექტემბრიდან მგზავრობის ტარიფები ყველა კატეგორიაში 12%-ით გაიზრდება” –…

საქართველოში მოქმედი ტაქსის კომპანია Bolt-ი 2026 წლის 18 სექტემბრიდან მგზავრობის ტარიფებს აძვირებს. Bolt-ის საიტზე წერია, რომ 18 სექტემბრიდან მგზავრობის ტარიფები ყველა კატეგორიაში…
მაკა ბოჭორიშვილი გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, შაიხა ნასერ ალ ნუვაისთან, რომელიც პირველი ოფიციალური…