ბოლო სამ წელში 200 ათასზე მეტი მანქანა მივიღეთ – APM Terminals Poti-ი

ბოლო სამ წელში 200 ათასზე მეტი მანქანა მივიღეთ – APM Terminals Poti-ი

2024 წლის იანვარ-დეკემბრის მონაცემებით, ჯამში APM Terminals Poti-ს მიერ 545 297 TEU კონტეინერი დამუშავდა. ინფორმაციას ფოთის პორტის მფლობელი კომპანია ავრცელებს.

მათი მონაცემებით, კონტეინერის დამუშავების ბოლო სამი წლის მონაცემები ასეთია:

  • 2022 წელი – 357,857 ტეუ;
  • 2023 წელი – 592,589 ტეუ;
  • 2024 წელი – 545,297 ტეუ;

2024 წელს “ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” ჯამში 313 საკონტეინერო გემი მიიღო და დაამუშავა 74 173 მანქანა. კომპანიის ინფორმაციით, მეორადი მანქანების საზღვაო ხაზებით ტრანსპორტირება და გადამუშავება ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სერვისად რჩება. ბოლო სამი წლის მანძილზე, ფოთის პორტში, ჯამში 200 000-ზე მეტი ავტომანქანა დამუშავდა, კერძოდ:

2022 წელი – 47 537;

2023 წელი – 80 454;

2024 წელი – 74 173.

გასულ წლებთან შედარებით, 2024 წელს გენერალური ტვირთის მიღება შემცირდა, თუმცა მნიშვნელოვნად გაიზარდა სარკინიგზო-საბორნე გზით გადაზიდული ტვირთის ოდენობა, კერძოდ, 2024 წელს გადაიზიდა 157 895 ტონა ტვირთი, მაშინ როდესაც 2023 წელს ტვირთის რაოდენობა იყო 96 434, ხოლო 2022-ში – 98 992 ტონა.

მსგავსი სიახლეები

გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს, წმინდანისა, რომელიც არის ადამიანურ ცდუნებაზე ამაღლების, რწმენისათვის ღმერთისთვის თავგანწირვის სიმბოლო – ირაკლი კობახიძე

გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს, წმინდანისა, რომელიც არის ადამიანურ ცდუნებაზე ამაღლების,…

გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს, ჩვენი ქვეყნის მფარველი წმინდანის დღეს, წმინდანისა, რომელიც არის ადამიანურ ცდუნებაზე ამაღლების, რწმენისთვის, ღმერთისთვის თავგანწირვის სიმბოლო. ღმერთმა და წმინდა…
განათლების სამინისტრო სკოლებში საგაკვეთილო საათების განაწილების წესს ცვლის – სახალხო დამცველი

განათლების სამინისტრო სკოლებში საგაკვეთილო საათების განაწილების წესს ცვლის –…

განათლების სამინისტრომ გაიზიარა სახალხო დამცველის წინადადებები, რომელიც მასწავლებელთა მიმართ თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფისა და დისკრიმინაციის პრევენციას უკავშირდება. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, დაგეგმილი ცვლილებების…
2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოს რკინიგზამ 4 მლნ დონაზე მეტი ტვირთი გადაზიდა – საქსტატი

2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოს რკინიგზამ 4 მლნ დონაზე…

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 16.8 პროცენტით მეტი, სულ 4.1…