ნებისმიერი სანქცია ბიზნესგარემოსთვის კატასტროფულად დამაზიანებელია – ზვიად ჭუმბურიძე

ნებისმიერი სანქცია ბიზნესგარემოსთვის კატასტროფულად დამაზიანებელია – ზვიად ჭუმბურიძე

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი, ზვიად ჭუმბურიძე მედიასთან აცხადებს, რომ ნებისმიერი სანქცია, თუნდაც ეს იყოს მსუბუქი, ბიზნესგარემოსთვის კატასტროფულად დამაზიანებელია. ამის შესახებ მან ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს (EUGBC) ორგანიზებითა და USAID EGP-ის მხარდაჭერით გამართულ შავი ზღვის ყოველწლიურ კონფერენციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მისივე შეფასებით, ინვესტორს სტაბილური გარემო სჭირდება, თუმცა არცერთი ინვესტორი, რომელიც გრძელვადიან ინვესტირებას გეგმავს, არასტაბილურ გარემოში ინვესტიციას არ ჩადებს.

„ინვესტორს ქვეყანაში მდგრადი ვითარება სჭირდება. არცერთი ინვესტორი, რომელიც გრძელვადიან ინვესტიციის ჩადებას და განვითარებას აპირებს, ამაზე არ წავა, როდესაც ხედავს, რომ ქვეყანაში არ არის პოლიტიკური სტაბილურობა. ბიზნეს კლიმატი ძალიან მყიფეა და ჩვენ ამ გზაზე გავდივართ.

თუ ხელისუფლება გადაწყვეტილებას არ მიიღებს და ამ სტატუს-კვოთი დავრჩებით, რომ ხალხი მოითხოვს ხელახალ არჩევნებს და ხელისუფლება წინააღმდეგია, ეს არცერთ მხარეს სიკეთეს არ მოუტანს. ამიტომ, ახალ არჩევნებს ახალი საარჩევნო კოდექსით და კომისიით, ამას ალტერნატივა არ აქვს. თუ გვინდა, რომ ეს ქვეყანა გამოვიყვანოთ მდგომარეობიდან და არ იყოს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ, აუცილებელია რომ ეს გააკეთოს დე ფაქტო ხელისუფლებამ.

როდესაც შენი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან დასანქცირებული, ქვეყნის იმიჯი არის პრაქტიკულად 0-თან გათანაბრებული. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება მაგნიცკის აქტის მიხედვით დასანქცირება თუ უფრო მსუბუქი სანქციით. ნებისმიერი სანქცია, მსუბუქი სანქციაც კი ბიზნეს გარემოსთვის და ბიზნეს კლიმატისთვის არის კატასტროფულად დამაზიანებელი“, – ამბობს ზვიად ჭუმბურიძე.

 

ბიემჯი

მსგავსი სიახლეები

მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ველისლავა პეტროვა-ჩამოვას შეხვდა.…
აშშ-ის საელჩოში სტაჟირების პროგრამა გამოცხადდა

აშშ-ის საელჩოში სტაჟირების პროგრამა გამოცხადდა

შშ-ის საელჩოში სტაჟირების პროგრამა გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ საქართველოში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს. სტაჟირების პროგრამა გამოცხადებულია საჯარო დიპლომატიის, ობიექტების მართვისა…
2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ყირგიზეთი იყო, იმპორტიორი კი თურქეთი – საქსტატი

2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ყირგიზეთი იყო,…

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 68.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილეს საექსპორტო…