ძვირფასი ლითონების მადნების ექსპორტით საქართველომ რეკორდული შემოსავალი მიიღო – სად ვყიდით საქონელს?

ძვირფასი ლითონების მადნების ექსპორტით საქართველომ რეკორდული შემოსავალი მიიღო – სად ვყიდით საქონელს?

საქართველოდან ძვირფასი ლითონების მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა. 2024 წელს ქვეყანამ ამ დასახელების საქონლის გაყიდვებით 237 მილიონ 506 ათასი დოლარის შემოსავალია მიიღო და საზღვრებს მიღმა 85 375 ტონა საქონელი გაიტანა.

2023 წელს ამ დასახელების საქონლის ექსპორტის შემცირების შემდეგ, გასული წელი დარგის წარმომადგენლებისთვის პოზიტიურად დასრულდა, რადგან ძვირფასი ლითონების მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტი რეკორდულად 263.5%-ით გაიზარდა. ამგვარად ადგილობრივი წარმოების საქონელმა, უმსხვილეს საექსპორტო სასაქონლო რეიტინგში 3.6%-იანი წილით მეხუთე ადგილი დაიკავა.

საქართველოდან ძვირფასი ლითონების მადნებისა და კონცენტრატები ძირითადად 3 ქვეყანაში იყიდება. მთავარი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთია, სადაც გასულ წელს 180 მილიონ 858 ათასი დოლარის ღირებულების 64 793 ტონა გავიდა. ექსპორტი მოცულობითა და ღირებულებით გასამმაგებულია.

მეორე ქვეყანა, 2024 წელს პროდუქტი გავიდა ბულგარეთია. 2023 წელს ამ მიმართულებით ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები არ გასულა, თუმცა 2022 წელს ექსპორტი მცირე იყო. წელს კი ბულგარეთში 56 მილიონ 53 ათასი დოლარის ღირებულების 20 575 ტონა საქონელი გავყიდეთ.

საექსპორტო ქვეყნების რეიტინგში მესამე ადგილს შვეიცარია იკავებს, სადაც ექსპორტი 594 ათას დოლარსა და 6 ტონა საქონელს აღწევს. ამ მიმართულებით 2024 წელს ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები 2023 წელთან შედარებით შემცირებულია [2023 წელი – $3.4 მილიონი, 1 063 ტონა].

 

 

2024 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8%-ით 23 მილიარდ 435 მილიონი დოლარამდე გაიზარდა. აქედან ექსპორტი 7.8%-ით 6 მილიარდ 560 მილიონ დოლარამდე, იმპორტი კი 8.1%-ით 16 მილიარდ 875 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი. გასულ წელს 2023 წელთან შედარებით გაიზარდა უარყოფითი სავაჭრო ბალანსიც და 10 მილიარდ 314 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44%.

მსგავსი სიახლეები

14 სექტემბრის ჩათვლით, ყველა სკოლაში იქნება ყველა სახელმძღვანელო დარიგებული – გივი მიქანაძე

14 სექტემბრის ჩათვლით, ყველა სკოლაში იქნება ყველა სახელმძღვანელო დარიგებული…

პირველი, მეშვიდე, მეათე კლასის სახელმძღვანელოების ბეჭდვის პროცესი დასრულების პროცესშია – 14 სექტემბრის ჩათვლით, ყველა სკოლაში იქნება ყველა სახელმძღვანელო დარიგებული, – ამის…
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

24 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6121 ლარი გახდა.…
განათლების სამინისტრო ჰარვარდის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელი პროგრამის შესახებ განცხადებას ავრცელებს

განათლების სამინისტრო ჰარვარდის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელი პროგრამის შესახებ…

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ჰარვარდის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელი პროგრამის შესახებ განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ სრული და ზუსტი ინფორმაცია…