ირაკლი კობახიძე აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვაზე ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციის მოლოდინშია

ირაკლი კობახიძე აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვაზე ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციის მოლოდინშია

„ქართული ოცნების“ მთავრობა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ურთიერთობების გადატვირთვაზე, ტრამპის ადმინისტრაციიდან პასუხის მოლოდინშია. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, არის თუ არა ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ რაიმე სიგნალი ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებს ურთიერთობების გადატვირთვის გზამკვლევს სთავაზობს, რაც სტრატეგიული პარტნიორობის ახალი ფურცლიდან დაწყებას გულისხმობს.

„შიდა სამზარეულოზე ვერ ვისაუბრებთ, რაც მთავარია სრული მზაობაა იმისთვის, რომ ქართული ურთიერთობები გადაიტვირთოს. უფრო მეტიც, ჩვენ ვთავაზობთ ამერიკულ მხარეს, რომ კონკრეტული გზამკვლევით, საქართველოსა და აშშ-ის შორის სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან აღდგეს. თუ ამერიკის მხრიდან ანალოგიური ინტერესი იქნება, რა თქმა უნდა, ურთიერთობები გადაიტვირთება. ჩვენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციას დაველოდებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ცნობისთვის, გასული წლის განმავლობაში აშშ-ის მხრიდან საქართველოს მთავრობამ არაერთი გაფრთხილება მიიღო, მათ შორის შეჩერებული სამხედრო პარტნიორობის და ფინანსური დახმარების სახით, თუმცა წლის ბოლოს ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პირობებში ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. სახდეპში ამის მიზეზად „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება დაასახელეს, რომლითაც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი „ოცნების“ ხელისუფლებამ 2028 წლამდე შეაჩერა. მაშინ ირაკლი კობახიძემ ამ გადაწყვეტილებას დროებითი მოვლენა უწოდა და თქვა, რომ ამას პრინციპული მნიშვნელობა არ ექნებოდა. ირაკლი კობახიძემ მაშინვე განაცხადა, რომ ახალ ადმინისტრაციას უნდა დავლოდებოდით.

დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე კი აშშ-მა კავკასიის რეგიონში სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება სომხეთთან გააფორმა.

ბიემჯი

მსგავსი სიახლეები

„განათლების სამინისტრომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც უნდა მიეღო“ – რევაზ სოხაძე 21-ე სკოლაში სწავლის პროცესის შეჩერებაზე

„განათლების სამინისტრომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც უნდა მიეღო“ –…

ინფრასტრუქტურის მინისტრის რევაზ სოხაძის განცხადებით, თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში 18 სექტემბრიდან სასწავლო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრომ, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით,…
“18 სექტემბრიდან მგზავრობის ტარიფები ყველა კატეგორიაში 12%-ით გაიზრდება” – Bolt

“18 სექტემბრიდან მგზავრობის ტარიფები ყველა კატეგორიაში 12%-ით გაიზრდება” –…

საქართველოში მოქმედი ტაქსის კომპანია Bolt-ი 2026 წლის 18 სექტემბრიდან მგზავრობის ტარიფებს აძვირებს. Bolt-ის საიტზე წერია, რომ 18 სექტემბრიდან მგზავრობის ტარიფები ყველა კატეგორიაში…
მაკა ბოჭორიშვილი გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, შაიხა ნასერ ალ ნუვაისთან, რომელიც პირველი ოფიციალური…