დეკემბერში კლება 2 სექტორში დაფიქსირდა – რა იყო სექტორული ზრდის/კლების მიზეზები?

დეკემბერში კლება 2 სექტორში დაფიქსირდა – რა იყო სექტორული ზრდის/კლების მიზეზები?

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის დეკემბერში, საქართველოს ეკონომიკა 6.7%-ით გაიზარდა.

როგორც საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა სექტორებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია. მისივე თქმით, კლების მიმართულებით აღსანიშნავია ორი სექტორი: დამმუშავებელი მრეწველობა, სასტუმროების და რესტორნების სექტორი.

ამასთან, მან ისაუბრა თითოეულ სექტორში ზრდის და კლების მიზეზებზე.

“საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში ზრდა ძირითადად განაპირობა კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდამ. ტრანსპორტი და დასაწყობების სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან, ასევე, უნდა აღინიშნოს, საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლების ზრდის პარალელურად გაზრდილია ტვირთის სატრანსპორტო დამუშავების და დასაწყობების მაჩვენებელი. ვაჭრობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო მსუბუქი ავტომობილებით და მათი დეტალებით ვაჭრობის მოცულობის გაფართოებასთან. გაზრდილია ასევე საბითუმო ვაჭრობა ბუნებრივი აირით და საცალო ვაჭრობა კვების პროდუქტებით, სასმელებით და თამბაქოს ნაწარმით. რაც შეეხება ინფორმაცია და კომუნიკაციის სექტორს, ზრდა დაკავშირებული იყო კომპიუტერული პროგრამირების, კონსულტირების და მათთან დაკავშირებული საქმიანობის მომსახურების მოცულობის გაფართოებასთან. პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სექტორში კი ზრდა უკავშირდებოდა საბუღალტრო, სააღრიცხვო და აუდიტორული მომსახურების მომსახურების გაფართოებასთან, ასევე ბიზნესის და მართვის საკითხებში საკონსულტაციო საქმიანობის მოცულობის ზრდასთან.

დამმუშავებელ მრეწველობაში კლების მიზეზად გვევლინება მეტალურგიულ მრეწველობაში შედარებით დაბალი მაჩვენებლები. ეს განსაკუთრებით ეხება თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოების მოცულობის შემცირებას. დაახლოებით 86%-ით შემცირდა დეკემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ფეროსილიკომანგანუმის ექსპორტის მაჩვენებელი, ძირითადად აშშ-ს და თურქეთის მიმართულებით. რაც შეეხება სასტუმროებისა და რესტორნების სექტორს, კლების გამომწვევ მიზეზად გვევლინება წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სარესტორნო მომსახურების მოცულობის შემცირება და ზოგადად, მზა საკვებისა და სასმელების მიწოდების საქმიანობით დაკავებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის შემცირება”, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

მსგავსი სიახლეები

6-ზე მეტი წლის ავტომობილების იმპორტს მთავრობა აღარ კრძალავს. გაიზრდება აქციზის ტარიფი – ირაკლი კობახიძე

6-ზე მეტი წლის ავტომობილების იმპორტს მთავრობა აღარ კრძალავს. გაიზრდება…

მთავრობამ 6 წელზე მეტი ასაკის ავტოიმპორტის აკრძალვა გადაიფიქრა. ამის შესახებ პრემიერ-მინისრმა ირაკლი კობახიძემ  ცოტა ხნის წინ გამართულ სხდომაზე განაცხადა. “ჩვენ შემოვიღეთ…
მეტროსადგური ვარკეთილი 16 მარტიდან სრული გრაფიკით იმუშავებს

მეტროსადგური ვარკეთილი 16 მარტიდან სრული გრაფიკით იმუშავებს

მეტროსადგური „ვარკეთილი“ 16 მარტიდან მგზავრებს კვლავ ჩვეულ რეჟიმში, 06:00-დან 00:00 საათამდე მოემსახურება. მიუხედავად იმისა, რომ სადგური სრულად იხსნება, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ…
ირაკლი კობახიძე საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ირაკლი კობახიძე საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ისრაელის ელჩს ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე პრემიერმა შეშფოთება გამოხატა ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და ისრაელს…