იანვარში ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა – ეროვნული ბანკი

იანვარში ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა – ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, იანვარში ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა. ცენტრალურმა ბანკმა ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის შესახებ ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა გამოკითხვის იანვრის თვის შედეგები გამოქვეყნდა.

ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, იანვარში დეკემბერთან შედარებით ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები მომატებულია. ერთი მხრივ, გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 6%-8%-ის ფარგლებში ფიქრობენ. მეორე მხრივ, დაკლებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ცვლილებას ზრდის უფრო დაბალ ინტერვალში, 0%-2%-ის ფარგლებში, ელოდებიან.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, იანვარში დეკემბერთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია. ერთი მხრივ, დეკემბერთან შედარებით, მომატებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 6%-8%-ის ზრდის ფარგლებში ელოდებიან. მეორე მხრივ, შემცირებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას 2%-4%-ის და 4-6% ფარგლებში ელოდებიან.

გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში შემცირებულია. კერძოდ, იანვარში დეკემბერთან შედარებით დაკლებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქტზე ფასების მატებას 8%-ზე მეტად ელოდებიან. ამავე დროს მომატებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას შედარებით დაბალ ინტერვალში, 4%-6%- ის ფარგლებში ელოდებიან.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, იანვარში დეკემბერთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე შემცირებულია. კერძოდ, დაკლებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 10%-20%-ის ფარგლებში ელოდებიან. ამავე დროს, გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას -10%-0%-ის ფარგლებში ფიქრობენ.

გამოკითხულთა აზრით, იანვარში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების გამოყენების ეფექტიანობა (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) დეკემბერთან შედარებით გაზრდილია.

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 2% იყო, ხოლო შარშან ინფლაციის საშუალო წლიური დონე 1.1%-ს შეადგენდა.

მსგავსი სიახლეები

გლოვის დღეებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

გლოვის დღეებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

ლოვის დღეებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია…
დასვენებული იქნება სამების ტაძარში, დილიდანვე საპატრიარქოს სახელით გავაკეთებთ განცხადებას – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

დასვენებული იქნება სამების ტაძარში, დილიდანვე საპატრიარქოს სახელით გავაკეთებთ განცხადებას…

საქართველო კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ხვალ, სამების საპატრიარქო ტაძარში დაასვენებენ. ამის შესახებ, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. “დეტალები ძალიან ბევრია…
საქართველოში გლოვა გამოცხადდა

საქართველოში გლოვა გამოცხადდა

საქართველოში გლოვა გამოცხადდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს პატრიარქის გარდაცვალების გამო, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება. 93…