ჩინეთიდან ავტოიმპორტი იზრდება – რამდენი ელექტრომობილი შემოვიყვანეთ ამ ქვეყნიდან?

ჩინეთიდან ავტოიმპორტი იზრდება – რამდენი ელექტრომობილი შემოვიყვანეთ ამ ქვეყნიდან?

ჩინეთიდან ავტოიმპორტი იზრდება. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარში ჩინეთიდან 343 ცალი მსუბუქი ავტომობილი შემოვიყვანეთ, რამაც ღირებულებაში 2,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2024 წლის იანვარში კი, ეს მაჩვენებელი 2,4 მლნ აშშ დოლარი და 188 ცალი იყო. ჩინეთიდან ავტოიმპორტი გაცილებით უფრო ნაკლები იყო 2023 წლის იანვარში (961 ათასი აშშ დოლარი, 131 ცალი).

აღსანიშნავია, რომ იანვარში შემოყვანილი 343 მსუბუქი ავტომობილიდან 45 ელექტრომობილი იყო, რაც 912 270 აშშ დოლარი დაჯდა. გასული წლის იანვარშიც 45 ელექტრომობილი შემოვიყვანეთ ჩინეთიდან, თუმცა მაშინ ღირებულებამ 1,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება 2024 წლის ჯამურ ავტოიმპორტს ჩინეთიდან, საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს ამ ქვეყნიდან 39,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 2 978 ავტომობილი შემოვიდა, მათ შორის 841 (21,5 მლნ აშშ დოლარის) ელექტრომობილი იყო. 2023 წელს კი, ჯამურად 22,2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 1769 მანქანის იმპორტი განხორციელდა ჩინეთიდან, მათ შორის 598 ელექტრომობილი, რაშიც 16,4 მლნ აშშ დოლარი გადავიხადეთ.

ცნობისთვის, 2025 წლის იანვრის მონაცემებით, ჩინეთი ავტოიმპორტის სტატისტიკაში მერვე ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

რევაზ სოხაძე – ჩვენ არ გვინდა, უბრალოდ ავაშენოთ ინფრასტრუქტურა. მგვინდა, ახალი არქიტექტურული ღირებულება შევქმნათ

რევაზ სოხაძე – ჩვენ არ გვინდა, უბრალოდ ავაშენოთ ინფრასტრუქტურა.…

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ საერთაშორისო არქიტექტურული ფორუმი SHARE Georgia 2026 გახსნა. მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და…
დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის მიმართვა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში – მაკა ბოჭორიშვილი

დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის მიმართვა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში – მაკა…

გაეროს გენერალური ასამბლეა დღეს ოფიციალურად იხსნება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მასში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი დონის დელეგაციები. “ეს არის ზოგადად ძალიან კარგი…
მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ველისლავა პეტროვა-ჩამოვას შეხვდა.…