ერთპარტიული პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა ლომინაძის განცხადებით, საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს 8 წევრი უკვე შეირჩა.
როგორც მან კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საპენსიო სააგენტოს 2024 წლის 6 თვის საქმიანობის ანგარიშს განიხილავენ, საბჭოში იქნება 5 ქართველი და 3 უცხოელი წევრი. ისინი მუშაობას მაისიდან დაიწყებენ.
“პირადად ვმონაწილეობდი გასაუბრებაში ახალი საბჭოს შერჩევისას. მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესოდ წარიმართა ეს კონკურსი. 22 თუ 24 ქართველი მონაწილეობდა და 18 უცხოელი და შერჩეული იქნა ის 8 ადამიანი, რომელიც მაისიდან შეუდგება თავის მოვალეობას. მინდა თითოეულ მათგანს და თქვენც წარმატება გისურვოთ. შეირჩა 5 ქართველი და 3 უცხოელი”, – თქვა ზაზა ლომინაძემ.
შეგახსენებთ, საპენსიო ფონდის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოს – მმართველობითი საბჭოს დაკომპლექტების მიზნით საპენსიო სააგენტომ კონკურსი 11 დეკემბერს გამოაცხადა.
“დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში 2024 წლის ივნისში შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილებები საპენსიო სააგენტოს მმართველობით სტრუქტურაში. რის შედეგადაც, საქართველოს საპენსიო ფონდში ნაცვლად არსებული საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოებისა იქმნება უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო – მმართველობითი საბჭო. ის 9 წევრისგან შედგება, რომელთაგან 8-ს ღია კონკურსის საფუძველზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრი, ხოლო ერთი თანამდებობრივი წევრია.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ საერთაშორისო არქიტექტურული ფორუმი SHARE Georgia 2026 გახსნა. მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და…
გაეროს გენერალური ასამბლეა დღეს ოფიციალურად იხსნება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მასში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი დონის დელეგაციები. “ეს არის ზოგადად ძალიან კარგი…
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ველისლავა პეტროვა-ჩამოვას შეხვდა.…