რა იცვლება „წიაღის შესახებ“ კანონში? – კანონპროექტს დარგობრივმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა

რა იცვლება „წიაღის შესახებ“ კანონში? – კანონპროექტს დარგობრივმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა

„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის. შესაბამისი კანონპროექტის დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა მხარი დაუჭირა.

პროექტის თანახმად, კანონში განხორციელდება ტექნიკური ხასიათის ცვლილება, რომლის მიხედვითაც კანონიდან ამოვა ლიცენზიის ფორმის დამტკიცების თაობაზე არსებული ჩანაწერი.

მომხსენებლის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო ენუქიძის განცხადებით, კანონპროექტით ხდება საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრა. მისივე განმარტებით, სალიცენზიო მოწმობის ფორმის დამტკიცების საკითხი დარეგულირებულია “წიაღის შესახებ’’ კანონით. ასევე, დღესდღეობით ლიცენზირების პროცესი სრულად ელექტრონულად ხორციელდება და მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით წარიმართება, რის გამოც აღარ იარსებებს სალიცენზიო მოწმობის ფორმის მატერიალურად დამტკიცების საჭიროება.

ნინო ენუქიძემ კომიტეტს განსახილველად ასევე წარუდგინა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტი.

კანონპროექტის მიღებით შეიქმნება სამართლებრივი მექანიზმი იმისათვის, რომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მიღებით დაინტერესებულმა პირებმა ლიცენზია უფრო მოკლე ვადაში (მინიმუმ 10 დღეში) მიიღონ, ვიდრე ეს მოქმედი რეგულაციებით არის შესაძლებელი. აღნიშნული ცვლილება უზრუნველყოფს არამიზნობრივი დროის ოპტიმიზაციას.

პროექტის თანახმად, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაცია, აუქციონის გამართვამდე, შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

მომხსენებლის თქმით, კანონპროექტს ასევე ახლავს რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში, რომელშიც დეტალურად არის ასახული კანონპროექტის მიღების მოსალოდნელი შედეგები.

მსგავსი სიახლეები

საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში საკანონმდებლო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში საკანონმდებლო…

საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში უცხოური დაფინანსებისა და პოლიტიკური საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ.…
ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა

ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის წევრებთან ერთად, მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა. კობახიძემ თანამედროვე, ძლიერი ქართული სახელმწიფოს შენების პროცესში მუსლიმი თემის როლზე…
ცნობილია უნივერსიტეტების კვოტები ანუ ვინ რამდენ სტუდენტს მიიღებს მაგისტრატურაზე|დადგენილება

ცნობილია უნივერსიტეტების კვოტები ანუ ვინ რამდენ სტუდენტს მიიღებს მაგისტრატურაზე|დადგენილება

ცნობილი გახდა უნივერსიტეტების კვოტები ანუ ვინ რამდენ სტუდენტს მიიღებს მაგისტრატურაზე. შესაბამისი დადგენილება 9 მარტით თარიღდება და ხელს პრემიერ-პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს.…