საქართველოში 9 045 ელექტრომობილია რეგისტრირებული – სტატისტიკა რეგიონების მიხედვით

საქართველოში 9 045 ელექტრომობილია რეგისტრირებული – სტატისტიკა რეგიონების მიხედვით

საქართველოში 9 045 ელექტრომობილია რეგისტრირებული. 2024 წელს ელექტროძრავზე მომუშავე ავტომობილებს რაოდენობა ქვეყანაში 79% ანუ 3 993 ერთეულით გაიზარდა.

გასულ წელს ქვეყანაში რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილების საერთო რაოდენობაში ელექტრომობილებს მხოლოდ 0.5%-იანი წილი ეკავათ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ 2017 წელს საქართველოში სულ 852 ელექტრომობილი მოძრაობდა და წლების მიხედვით მათი რაოდენობა მზარდია:

2017 წელი – 852;

2018 წელი – 1300-მდე;

2019 წელი – 1900-მდე;

2020 წელი – 2 200-მდე;

2021 წელი – 2 400-მდე;

2022 წელი – 3 283;

2023 წელი – 5 052;

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი ელექტრომობილი თბილისშია რეგისტრირებული. რეგიონების მიხედვით, ელექტროძრავიანი ავტომობილების განაწილების სტატისტიკა ასეთია:

  • თბილისი – 6 932 ელექტრომობილი;
  • იმერეთი – 512
  • აჭარა – 387
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 286
  • ქვემო ქართლი – 218
  • კახეთი – 156
  • შიდა ქართლი – 113
  • სამცხე-ჯავახეთი – 100-მდე
  • მცხეთა-მთიანეთი – 65
  • გურია – 54
  • აფხაზეთი – 16
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1

უცნობი – 196

ქვეყანაში რეგისტრირებული ელექტრომობილების რაოდენობის ზრდასთან ერთად, გასულ წელს რეკორდულია ელექტროძრავზე მომუშავე ავტომობილების იმპორტიც. 2024 წლის განმავლობაში ქვეყანამ 107 მილიონ 79 ათასი დოლარის ღირებულების 5 454 ერთეული ელექტრომობილი შეიძინა, რაც გაორმაგებული მაჩვენებელია. [2023 წელი – $55.6 მლნ, 2 151 ერთეული].

საქართველოში ელექტრომობილები ძირითადად ამერიკიდან შემოდის. საიმპორტო ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია:

  1. აშშ – $55.3 მლნ, 3 313 ერთეული;
  2. ჩინეთი – $21.5 მლნ, 841 ერთეული;
  3. გერმანია – $13.3 მლნ, 199 ერთეული;
  4. იაპონია – $5.7 მლნ, 840 ერთეული;
  5. ბელგია – $2.6 მლნ, 60 ერთეული;
  6. არაბთა გაერთიანებული საამიროები – $1.2 მლნ, 42 ერთეული;
  7. შვედეთი – $1.1 მლნ, 25 ერთეული;
  8. შვეიცარია – $1 მლნ, 2 ერთეული;
  9. კორეის რესპუბლიკა – $998 ათასი, 35 ერთეული;
  10. აზერბაიჯანი – $819 ათასი, 8 ერთეული;

მსგავსი სიახლეები

10 თვეში საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 22.9%-ით 4.9 მლნ დოლარამდე შემცირდა – ღვინის ეროვნული სააგენტო

10 თვეში საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 22.9%-ით 4.9 მლნ…

2025 წლის 10 თვეში საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 22.9%-ით 4.9 მლნ დოლარამდე შემცირდა. შედეგად წელს აშშ-ში 794 607 ლიტრი ღვინო გავიტანეთ.…
საბაჟოზე კონტროლი მკაცრდება

საბაჟოზე კონტროლი მკაცრდება

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „საბაჟო კოდექსში“ ცვლილებას, რომელიც ნარკოტიკული და სხვა აკრძალული ნივთიერებების უკანონო გადაადგილების აღკვეთის მექანიზმებს ეხება. “ქართული ოცნების” შინაგან საქმეთა მინისტრის…
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე დატოვა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე დატოვა

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. სებ-ი მიუთითებს, რომ იმის მიუხედავად, რომ ნოემბერში…