“ეკონომიკის ბევრ სექტორში არის რესურსი, რომ მოხდეს ნარჩენების ხელმეორედ გამოყენება” – სოლომონ პავლიაშვილი

“ეკონომიკის ბევრ სექტორში არის რესურსი, რომ მოხდეს ნარჩენების ხელმეორედ გამოყენება” – სოლომონ პავლიაშვილი

“ეკონომიკის ბევრ სექტორში არის რესურსი, რომ მოხდეს ნარჩენების ხელმეორედ გამოყენება და მივიღოთ ნარჩენებისგან წარმოებული პროდუქცია, რომელიც  თავისთავად ახალ, დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის,”- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ სიმპოზიუმზე „ნარჩენების მართვა და ცირკულარული ეკონომიკა, გლობალური გამოწვევები და გადაწყვეტილებები“  განაცხადა. 

სიმპოზიუმი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა თამარ ლომინაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, ორგანიზაციის „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრები“ თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ და ინდოეთის ჯადავპურის უნივერსიტეტიდან მოწვეულმა პროფესორმა სადჰან კუმარ გჰოშმა გახსნეს.

მისასალმებელ სიტყვაში მინისტრის მოადგილემ ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება. სოლომონ პავლიაშვილმა აღნიშნა, რომ დღევანდელი მდგომარეობით ცირკულარობა 1,3 %-ია, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია, თუმცა ყველა მიმართულებით არსებობს პოტენციალი.

„2015 წელს მივიღეთ ნარჩენების მართვის კოდექსი, ქვეყანას გააჩნია ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების სტრატეგია, ნარჩენების მართვის 2022-2026 წლების გეგმა, გარემოსდაცვითი ეროვნული პროგრამა, სადაც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ცირკულარული ეკონომიკა ნარჩენების მართვის ახალი პლატფორმაა. ეკონომიკის ბევრ სექტორში არის რესურსი, რომ მოხდეს ნარჩენების ხელმეორედ გამოყენება და მივიღოთ ნარჩენებისგან წარმოებული პროდუქცია, რომელიც  თავისთავად ახალ, დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის.  სახელმწიფოს პოლიტიკური ნებაა, წაახალისოს ბიზნესსექტორი, მხარი დაუჭიროს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში, რადგან დამოუკიდებლად ამის გაკეთება გაუჭირდებათ. ჩვენ ერთობლივი ძალით მივიღებთ შედეგს“, – აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

სამეცნიერო კონფერენციაზე საქართველოში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისა და ურბანული წყლების მართვის საკითხებზე, კლიმატის ცვლილებების პირობებში ტურიზმის განვითარების ტენდენციებზე და საქართველოს ქალაქების ატმოსფეროში მოკროაეროზოლების კონცენტრაციების შეფასების საკითხებზე იმსჯელეს. სიმპოზიუმზე მოხსენებით წარდგა ინდოეთის ჯადავპურის უნივერსიტეტის პროფესორი სადჰან კუმარ გჰოში, რომელმაც ცირკულარული ეკონომიკის კუთხით ინდოეთის გამოცდილებაზე და საქართველოს პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება.

„საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ცირკულარული ეკონომიკის იმპლემენტაციის კუთხით. ჯერ-ჯერობით, საქართველო პირველ ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელში საქართველო გაცილებით წინ იქნება ცირკულარული ეკონომიკის და ნარჩენების მართვის საკითხებში“, – განაცხადა სადჰან კუმარ გჰოშმა.

სიმპოზიუმს ნარჩენების მართვის ბიზნესასოციაციის, ორგანიზაციის „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრები“, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის და სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბიზნეს პარტნიორი

მსგავსი სიახლეები

რა სქემით დაასუბსიდირებს მთავრობა სატბორე მეურნეობებს – განმარტება

რა სქემით დაასუბსიდირებს მთავრობა სატბორე მეურნეობებს – განმარტება

საქართველოს მელიორაცია განმარტავს, რა სქემით დაასუბსიდირებს მთავრობა სატბორე მეურნეობებს. მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, მოხმარებლები გადაიხდიან მომსახურების საფასურის გათვალისწინებით გადასახდელი თანხის 20%-ს, მაგრამ…
2012 წელს ქვეყნის მასშტაბით 11 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა, დღეს კი 127 მისამართზეა ხელმისაწვდომი – ირაკლი კობახიძე

2012 წელს ქვეყნის მასშტაბით 11 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა, დღეს…

“დღეს ხელვაჩაურში ვხსნით იუსტიციის სახლს, რომელიც აჭარაში არის რიგით მეცხრე”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე…
ახალი იუსტიციის სახლები გაიხსნება მცხეთაში, ახმეტაში, ჭალასა და ზოდში – იუსტიციის მინისტრი

ახალი იუსტიციის სახლები გაიხსნება მცხეთაში, ახმეტაში, ჭალასა და ზოდში…

ხელვაჩაურში იუსტიციის სახლი რამდენიმე წუთის წინ გაიხსნა. გახსნის ღონისძიებაზე იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ ახალი იუსტიციის სახლები ასევე გაიხსნება მცხეთაში, ახმეტაში,…