ხაშურში, მდინარე მტკვარზე 14-მეგავატიანი ჰესის მშენებლობა იგეგმება

ხაშურში, მდინარე მტკვარზე 14-მეგავატიანი ჰესის მშენებლობა იგეგმება

ხაშურის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარზე, ჰიდროელექტროსადგურის – „ოსიაური ჰესის“ – მშენებლობა იგეგმება. პროექტის შესახებ გარემოსდაცვითი შეფასების პორტალზე გარემოზე ზემოქმედების კვლევა უკვე გამოქვეყნდა. პროექტს შპს “ენ-სი 2022” ახორციელებს.

„ოსიაური ჰესი“ კალაპოტური ტიპის ჰიდროელექტროსადგურია, რომლის დადგმული სიმძლავრე 14.2 მეგავატს შეადგენს. პროექტის მიხედვით, ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 54.69 მილიონი კვტ/სთ იქნება.

პროექტის ფარგლებში აშენდება კაშხალი, თევზსავალი, წყალმიმღები და ნაპირდამცავი ნაგებობები.

კომპანია “ენ-სი 2022” მდინარე მტკვარზე კასპის მუნიციპალიტეტშიც გეგმავს ჰესის მშენებლობას. კასპი ჰესის სიმძლავრე 22.4 მეგავატი, წლიური გამომუშავება კი 90.2 მილიონი კვტ/სთ იქნება.

სკოპინგის ანგარიშის თანახმად პროექტი გავლენას მოახდენს გარემოზე, მათ შორის მდინარის ჰიდროლოგიურ რეჟიმზე, იქთიოფაუნაზე და მიმდებარე ეკოსისტემაზე. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებები, მათ შორის თევზსავალის მოწყობაც.

ბიზნეს რეესტრის თანახმად, კომპანია “ენ-სი 2022” 2022 წელს დაფუძნდა, მისი დირექტორია გოჩა მუსელიანი, რომელიც ამავდროულად კომპანია “იმერ ენერჯი კაპიტალის” დირექტორიცაა. აღნიშნული კომპანია იმერეთში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში მდინარე ძევრულაზე “ძევრა ჰესების” კასკადის მშენებლობას გეგმავს. როგორც “ენ-სი 2022”-ის, ასევე “იმერ ენერჯი კაპიტალის” მფლობელი ბიზნესმენი კოკა კოკოლაშვილია.

მსგავსი სიახლეები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-მა, ისრაელმა და ლიბანმა სამმხრივ ჩარჩო შეთანხმებას მოაწერეს ხელი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-მა, ისრაელმა და ლიბანმა სამმხრივ…

აშშ-მა, ისრაელმა და ლიბანმა სამმხრივ ჩარჩო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. “დღეს, ისრაელისა და ლიბანის მთავრობებმა მამაცი…
2025 წელს წყალმომარაგების სისტემით მოსარგებლეთა რაოდენობა 2.9 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

2025 წელს წყალმომარაგების სისტემით მოსარგებლეთა რაოდენობა 2.9 პროცენტით გაიზარდა…

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წელს საქართველოში წყალმომარაგებით საქმიანობას ახორციელებდა 28 საწარმო, რომელთა მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული წყლის მოცულობამ 258.6…
რკინიგზის გამტარუნარიანობა 30 მილიონ ტონამდე გაიზრდება – ირაკლი კობახიძე

რკინიგზის გამტარუნარიანობა 30 მილიონ ტონამდე გაიზრდება – ირაკლი კობახიძე

მნიშვნელოვანი ცვლილებები გატარდა „საქართველოს რკინიგზაში“, მხოლოდ რკინიგზაში შტატების ოპტიმიზაციის შედეგად წლიურ ჭრილში იზოგება 24 მილიონი ლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,…