რამდენი მილიარდის დაზოგვას გეგმავს ტრამპი 7 ორგანიზაციის, მათ შორის VOA-ს დაფინანსების შეჩერებით

რამდენი მილიარდის დაზოგვას გეგმავს ტრამპი 7 ორგანიზაციის, მათ შორის VOA-ს დაფინანსების შეჩერებით

ტრამპის ადმინისტრაცია ფართომასშტაბიან საბიუჯეტო შემცირებას აგრძელებს. თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, 7 საბიუჯეტო ორგანიზაციის, მათ შორის რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის დამფინანსებელი სტრუქტურის – USAGM-ის დაფინანსება შეჩერდება. აღნიშნული ორგანიზაციის ბიუჯეტი 2024 წელს 886 მილიონ დოლარს შეადგენდა. მთლიანად შვიდივე ორგანიზაციის დაფინანსება კი 2 მილიარდ დოლარს აღწევს.

სააგენტოებისა და დეპარტამენტების ჩამონათვალი, რომლებსაც ტრამპის გადაწყვეტილება შეეხება, ასე გამოიყურება:

  • აშშ-ს სააგენტო გლობალური მედიისთვის (USAGM) – დაფინანსება 2024-ში 886 მილიონი დოლარი;
  • თემის განვითარების საფინანსო ინსტიტუტების ფონდი – დაფინანსება 2024-ში 631 მილიონი დოლარი;
  • სამუზეუმო და საბიბლიოთეკო სამსახურების ინსტიტუტი – დაფინანსება 2024-ში 294 მილიონი დოლარი;
  • უმცირესობათა ბიზნესების განვითარების სააგენტო – დაფინანსება 2024-ში 70 მილიონი დოლარი;
  • მედიაციისა და შერიგების ფედერალური სერვისი – დაფინანსება 2024-ში 54 მილიონი დოლარი;
  • ვუდროუ უილსონის სახელობის აკადემიკოსთა საერთაშორისო ცენტრი – დაფინანსება 2024-ში 15 მილიონი დოლარი;
  • აშშ-ს უწყებათაშორისი საბჭო უსახლკარობის შესახებ – დაფინანსება 2024-ში 4 მილიონი დოლარი.

ბიემჯი

 

მსგავსი სიახლეები

საპენსიო ფონდმა ₾9.4 მილიარდს გადააჭარბა

საპენსიო ფონდმა ₾9.4 მილიარდს გადააჭარბა

საქართველოს საპენსიო ფონდი მაისის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ფონდის ზომამ გასულ თვეში 9.4 მილიარდ ლარს გადააჭარბა. სისტემაში სულ 1,553,262 ადამიანის დანაზოგები არის…
“საქართველოს მოქალაქესთან ფიქციური ქორწინება დასჯადი ხდება” – ალექსანდრე დარახველიძე მიგრაციის პოლიტიკაზე

“საქართველოს მოქალაქესთან ფიქციური ქორწინება დასჯადი ხდება” – ალექსანდრე დარახველიძე…

მიგრაციული პროცესების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნისა და სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, შსს-მ მასშტაბური საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შეიმუშავა. შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის…
20-წლიანი ხელშეკრულების საფუძველზე 500 მლნ მ³ გაზი შემოვა – ირაკლი კობახიძე

20-წლიანი ხელშეკრულების საფუძველზე 500 მლნ მ³ გაზი შემოვა –…

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აზერბაიჯანთან დამატებითი გაზის ხელშეკრულებაზე მიღწეული შეთანხმებით საქართველო დამატებითი გაზის ხელშეკრულებით კვლავ 500 მლნ მ3 გაზი შემოვა.…