საქართველოში საშუალო ხელფასმა 2217 ლარს მიაღწია – საქსტატი

საქართველოში საშუალო ხელფასმა 2217 ლარს მიაღწია – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2024 წლის IV კვარტალში ქვეყანაში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2 217.5 ლარს შეადგენდა, რაც წლიურ ჭრილში 8.5%-ით არის გაზრდილი. ეს თანხა წარმოადგენს მთლიან ხელფასს, რომელსაც საშემოსავლო გადასახადის 20% აკლდება, შესაბამისად ხელზე აღებული საშუალო მთლიანი ხელფასი 2024 წლის მეოთხე კვარტალში 1773 ლარს შეადგენდა. ანუ, საშუალო ხელფასს ყოველთვიურად საშუალოდ 443 ლარის საშემოსავლო გადასახადი აკლდება.

რაც შეეხება სექტორების მიხედვით საშუალო ხელფასებს, მათ შორის პირველ ადგილს ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი იკავებს, რომელიც IT სფეროსაც აერთიანებს. მეორე პოზიციაზეა საფინანსო სექტორი, მესამეზე კი მშენებლობის დარგი.

2024 წლის მეოთხე კვარტალში ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი შემდეგ სექტორებში გაიცემოდა:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 008.3 ლარი, თუმცა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია 7.0 პროცენტით;
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 373.5 ლარი, გაიზარდა 8.5 პროცენტით;
  • მშენებლობა – 3 361.8 ლარი, გაიზარდა 9.8 პროცენტით;
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 3 259.1 ლარი, ზრდა 11.6 პროცენტით.

 

გენდერული სხვაობები ხელფასებში სქესის მიხედვით, 2024 წლის IV კვარტალში ქალების საშუალო თვიური ხელფასი 1 778.5 ლარს, ხოლო კაცების – 2 653.8 ლარს შეადგენდა. წლიური ზრდა ქალებისთვის 10.7 პროცენტი (171.2 ლარი), ხოლო კაცებისთვის 7.7 პროცენტი (189.9 ლარი) იყო. აღსანიშნავია, რომ საქმიანობის ყველა კატეგორიაში კაცების საშუალო ხელფასი ქალებისას აჭარბებს.

ბიზნეს სექტორი და საჯარო სექტორი ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 7.8 პროცენტით (170.8 ლარით) გაიზარდა და 2 367.0 ლარს მიაღწია. ამ სექტორში კვლავ მაღალი ანაზღაურებით გამოირჩეოდა “ინფორმაცია და კომუნიკაციის” სფერო (4 078.2 ლარი), თუმცა ამ კატეგორიაში 7.7-პროცენტიანი კლების ტენდენცია დაფიქსირდა.

არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 10.7 პროცენტით (189.7 ლარით) გაიზარდა და 1 955.4 ლარი შეადგინა. ამ სფეროში ყველაზე მაღალი ხელფასი საფინანსო და სადაზღვევო სექტორში დასაქმებულებს ჰქონდათ.

რეგიონული სხვაობები ხელფასების მიხედვით, კვლავ ლიდერობს თბილისი, სადაც საშუალო ხელფასი 2583 ლარია, ხოლო ბოლო ადგილზეა რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 1060 ლარის საშუალო ხელფასით.

მსგავსი სიახლეები

სასურველი და სწორია, რომ ღვინის ექსპორტში რუსეთის ბაზრის წილი 10%-მდე შემცირდეს – ნუცა აბრამიშვილი

სასურველი და სწორია, რომ ღვინის ექსპორტში რუსეთის ბაზრის წილი…

ქართული ღვინისთვის უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი ტრადიციულად რუსეთია. გასულ 2024 წელს, ჯამურად ამ ქვეყანაში 182,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 66,715,032 ლიტრის ღვინის…
ლარის იუბილეს აღნიშვნა 771 000 ლარი დაჯდება

ლარის იუბილეს აღნიშვნა 771 000 ლარი დაჯდება

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის (ლარის) 30 წლის იუბილეს აღნიშვნას გეგმავს, რისთვისაც 771 ათასი ლარი დაიხარჯება. “ლარის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად…
ვალუტის გაუფასურება, ბირჟის ვარდნა და პროტესტი – რა ხდება თურქეთში?

ვალუტის გაუფასურება, ბირჟის ვარდნა და პროტესტი – რა ხდება…

ქალაქ სტამბოლის მერის დაკავების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ დევნის დაწყების და პროტესტის გამწვავების ფონზე, თურქული ლირა რეკორდულად გაუფასურდა. 19 მარტს 1 ამერიკული…