რატომ აბრუნებს “ოცნება” მინერალური რესურსების სააგენტოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში?

რატომ აბრუნებს “ოცნება” მინერალური რესურსების სააგენტოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში?

სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს ნაცვლად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა. ამის შესახებ “ქართული ოცნების” პარლამენტის წევრმა და კანონპროექტის ავტორმა, მაია ბითაძემ კომიტეტის სხდომაზე ცვლილებების განხილვისას განაცხადა.

კანონპროექტის ავტორის განმარტებით, ცვლილების მიზანი სასარგებლო წიაღისეული მართვის და გარემოს დაცვის საკითხების ეფექტიანად წარმართვაა. კერძოდ, თავიდან იქნეს აცილებული დუბლირების შემთხვევები და ინსპექტირება უფრო ეფექტურად წარიმართოს. “ოცნების” დეპუტატი რამდენიმე ფაქტორს ასახელებს. მისივე ინფორმაციით, მინერალური რესურსების სააგენტო, რომელიც 2018 წელს “წიაღის ეროვნული სააგენტოს” სახელით იყო, გარემოს დაცვის სამინისტროდან ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა.

“თავისთავად ეს ცვლილებები არის კარგი, გამომდინარე გარემოებებიდან, რომელიც 2018 წლიდან გამოიკვეთა როგორც საძიებო ეტაპის პროცედურების გათვალისწინებით, ასევე აღსრულებისა და ინსპექტირების გათვალისწინებით.

მოგეხსენებათ, გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო არის უწყება, სადაც ინსტიტუციურად არსებობს გეოლოგიური სამსახური, რომელიც პრაქტიკულად იზიარებს იმ გეოლოგიურ ფორმებს, რომელსაც მართავს მინერალური რესურსების სააგენტო. ბუნებრივი პროცესების მართვის კუთხით, სხვადასხვა მიწის ფენების გადაფარვის კუთხით, ინფორმაცია, რომელიც გარემოს ეროვნულ სააგენტოში მოიპოვება, არის გარემოს დაცვის სამინისტროს ქვეშ. შესაბამისად, მინერალური რესურსების გადატანის შემთხვევაში, ბევრად გაადვილდება მიწის ფენებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება, რაც უფრო ეფექტიანს გახდის პროცესს. რომ არაფერი ვთქვათ ინსპექტირებაზე.

მოგეხსენებათ, საქართველოში სამწუხაროდ, არც თუ ისე იშვიათია, როდესაც წიაღის მოპოვების შემთხვევაში უკანონო მოპოვების ფაქტები ვლინდება. ასევე, სალიცენზიო პირობების იმგვარი დარღვევა, რომელიც არ არის დაკავშირებული უკანონო მოპოვებასთან, მაგრამ დაკავშირებულია გარემოს პირობების გაუარესებასთან. მოგეხსენებათ, ლიცენზიებისა და ნებართვების კანონის მიხედვით, ცალკეა გაწერილი სალიცენზიო პირობებში გარემოს დაცვითი კანონმდებლობის სრული დაცვა და ასევე, გვაქვს ცალკე კანონმდებლობა, რომელიც სისხლის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით მყარდება, სადაც საუბარია იმ პროცესებზე, რომელიც რიგ შემთხვევაში დანაშაულს იწვევს და რიგ შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელსაც აკონტროლებს გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტი. ხოლო სალიცენზიო პირობების დარღვევას, მინერალური რესურსების სააგენტო. ფაქტობრივად, გამოდის, რომ ერთი და იგივე ტერიტორიაზე წიაღის საბადოს დამუშავებისთვის იქნება ეს უკანონო მოპოვება, თუ გარემო პირობების დაზიანება, ერთი და იგივე საფუძველი გვაქვს გაწერილი, როგორც გარემოსდაცვით კანონმდებლობაში, ასევე სალიცენზიო პირობებში და პრაქტიკულად დუბლირების გარდა, ძალიან რთულია, რომ სხვადასხვა უწყებამ ერთი და იგივე სამთო მინაკუთვნზე და მოპოვებით არეალზე აკონტროლოს ორი სხვადასხვა რამ. ან ხშირ შემთხვევაში ერთი და იგივე. ამასთან, ის რესურსიც არის გათვალისწინებული, რომელიც წიაღის ეროვნულ სააგენტოს აქვს. საქართველოს მასშტაბით, პრაქტიკულად 9 ადამიანია, რომელიც წიაღის უკანონო მოპოვებას აკონტროლებს, 5 ავტომობილით. აქედან 3 არის დასავლეთ საქართველოზე მიმართული. მაშინ, როდესაც გარემოს დაცვით ზედამხედველობის დეპარტამენტს ჰყავს 400-მდე თანამშრომელი, რომელიც ოპერატიულ და საზედამხედველო ფუნქციას აწარმოებს და ჰყავს 90-მდე ავტომობილი, რომელიც ამ საქმიანობას ოპერატიულად ახორციელებს”, – ამბობს მაია ბითაძე.

კანონპროექტის ავტორის თქმით, საკითხი საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით დამუშავდა, რომელზედაც საუბარი ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტშიც მიმდინარეობდა.

მსგავსი სიახლეები

როდის გააქტიურდება საპენსიო სააგენტო მსხვილ პროექტებში ინვესტირების საკითხზე – სააგენტოს პასუხი

როდის გააქტიურდება საპენსიო სააგენტო მსხვილ პროექტებში ინვესტირების საკითხზე –…

საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, რომ საპენსიო დანაზოგების მსხვილ პროექტებში ინვესტირების საკითხზე გააქტიურება მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან იგეგმება. როგორც სააგენტოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცრის…
Galt & Taggart-მა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.8%-მდე გაზარდა

Galt & Taggart-მა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.8%-მდე გაზარდა

Galt & Taggart-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგზონი 5%-დან 6.8%-მდე გაზარდა. საინვესტიციო ბანკის განცხადებით, ეკონომიკური პროგნოზის გადახედვის მიზეზი მიმდინარე წლის ორ თვეში…
0%-იანი საშემოსავლო გადასახადი ინოვაციურ სტარტაპებს – მთავრობა 1 წლის წინ დაანონსებულ შეღავათებს ამტკიცებს

0%-იანი საშემოსავლო გადასახადი ინოვაციურ სტარტაპებს – მთავრობა 1 წლის…

ინოვაციური სტარტაპები 10 წლის განმავლობაში უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ და მათ შორის 3 წლით, ნულოვანი საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრებიან. ამის შესახებ ირაკლი…