რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ტენდერები 2026 წელს თავიდან გამოცხადდება – ამის შესახებ bm.ge-ს თბილისის მერიაში უთხრეს. მათივე ინფორმაციით, უკვე არსებული ხელშეკრულებები შეწყდა.
საქმე ის არის, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დაწყების თარიღად მაისი კახა კალაძემ გასულ თვეს დააანონსა და თქვა, რომ რეაბილიტაცია მაისში დაიწყებოდა. ამ მიზნით, ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს იყო გამოცხადებული შესყიდვები. გამზირი 4 ლოტად დაიყო. შესყიდვების სააგენტოს 3 ლოტზე გამარჯვებული “დინ გრუპია”, ერთი შესყიდვა კი “სმარტს სოლუშენმა” მოიგო.
24 მარტს კახა კალაძემ “ღამის კურიერში” თქვა, რომ გადაწყვეტილების მიზეზი ჩატარებული კვლევებია, რომლის მიხედვითაც, მიწის ქვემოთ “მასშტაბური სამუშაოები იქნება ჩასატარებელი” და რუსთაველის გამზირის დიდი ხნით გადაკეტვა “ძალიან დიდ პრობლემებს გამოიწვევს დედაქალაქში”.
უცნობია, რატომ არ ჰქონდა ტენდერის გამოცხადებამდე მუნიციპალიტეტს მიწის ქვეშ არსებული კომუნიკაციების პრობლემაზე მეტი ინფორმაცია.
bm.ge შეეცდება უშუალოდ კომპანიებთან გაარკვიოს მეტი დეტალი და გაიგოს მათი პოზიცია, მას შემდეგ, რაც ტენდერში გამარჯვების მიუხედავად, ხელშეკრულებები შეუწყდათ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 16.8 პროცენტით მეტი, სულ 4.1…
გასული სავაჭრო კვირის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით 0.08 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც გაცვლითმა კურსმა 2.5926 ლარი შეადგინა. ეროვნული ვალუტა ევროსთან 2.26…
თბილისში საახალწლო ილუმინაციებისა და კონსტრუქციების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, 20 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე, დედაქალაქის რამდენიმე ლოკაციაზე საავტომობილო გადაადგილება…