ღვინის მწარმოებელი კომპანიების ნაწილის შეფასებით, ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები საქართველოდან აშშ-ში ექსპორტზე ნეგატიურად არ აისახება.
როგორც კომპანია „ასკანელში“ BMG-ის განუცხადეს, 10%-იანი ტარიფის დაწესება მათ შემთხვევაში 1 ბოთლ ღვინოს აშშ-ს ბაზარზე დაახლოებით 1-1.5 დოლარით გააძვირებს, რამაც მათი შეფასებით, აშშ-ს ბაზარზე გაყიდვები არ უნდა შეამციროს.
კომპანიის დირექტორის, ირაკლი უგლავას შეფასებით, მოლოდინია, რომ აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტი ზრდის ტენდენციას შეინარჩუნებს.
„ჩვენი ღვინო აშშ-ში 15-20 დოლარის ფარგლებში იყიდება, 10%-იანი ტარიფი 1 ბოთლს დაახლოებით 1-1.5 დოლარით გააძვირებს. 15 დოლარიან ღვინოს 16 დოლარად გაყიდი თუ 17-ად დიდი გავლენა რეალიზაციაზე ვერ ექნება. რა თქმა უნდა, ევროპულ ქვეყნებთან შედარებით პრეფერენციულ პირობებში აღმოვჩნდებით, რომელზეც ძირითადად 25%-იანი ტარიფებია დაწესებული, თუმცა სამხრეთ ამერიკულ ღვინოებთანაც გვიწევს კონკურენცია და გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდება თავად ადგილობრივი ამერიკული ღვინოები.
თუმცა ჩემი ნელ-ნელა აშშ-ს ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობა იზრდება და არამგონია, რამე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს 10%-იანი ტარიფის დაწესებამ აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტზე, უფრო ცნობადობის გაზრდის შედეგად, მგონია, რომ აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტი უნდა გაიზარდოს“, – განაცხადა ირაკლი უგლავამ.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ საქართველოსთვის დაწესებული ახალი 10%-იანი ტარიფი 5 აპრილიდან ამოქმედდა. ტრამპის ახალი ტარიფები საქართველოს გარდა, კიდევ 180-ზე მეტ ქვეყანას შეეხო.
ინფრასტრუქტურის მინისტრის რევაზ სოხაძის განცხადებით, თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში 18 სექტემბრიდან სასწავლო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრომ, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით,…
საქართველოში მოქმედი ტაქსის კომპანია Bolt-ი 2026 წლის 18 სექტემბრიდან მგზავრობის ტარიფებს აძვირებს. Bolt-ის საიტზე წერია, რომ 18 სექტემბრიდან მგზავრობის ტარიფები ყველა კატეგორიაში…
ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, შაიხა ნასერ ალ ნუვაისთან, რომელიც პირველი ოფიციალური…