საქართველოსა და დუბაის სავაჭრო პალატების ორგანიზებით თბილისში ბიზნეს ფორუმი ჩატარდება. ამ ის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სავაჭრო პალატა ავრცელებს.
პალატის ცნობით, საქართველოსა და დუბაის სავაჭრო-სამრეწველო პალატების, ასევე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს ბიზნეს პალატის ხელმძღვანელობას შორის თბილისში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრისას, სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ, დუბაის სავაჭრო პალატის ვიცე პრეზიდენტმა ჰასსან ალ-ჰაშიმიმ, ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარემ, თემურ მიქელაძემ, მოადგილე ბორის ლეჟავასთან ერთად, ბიზნეს ფორუმის დეტალები განიხილეს.
“შეხვედრის ფარგლებში გადაწყდა, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე თბილისში ბიზნეს ფორუმი ჩატარდება, რომელსაც საქართველოსა და ემირატების წამყვანი ბიზნეს წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.
შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების (CEPA) მნიშვნელობას”, – წერია სავაჭრო პალატის პრესრელიზში.
“შეთანხმება მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა არაბულ ბიზნესს საქართველოს მეშვეობით ევროკავშირისა და ჩინეთის ბაზრებზე წვდომა ეძლევა”, – განაცხადა პალატის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის ჯამური მონაცემებით, 55 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ამ მაჩვენებელში იმპორტს უმეტესი წილი უკავია. ექსპორტი კი მხოლოდ 8,8 მლნ აშშ დოლარია.
2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონი ლარს მიაღწია, ხოლო 2019-2025 წლებში საშუალო წლიურმა ზრდის ტემპმა (CAGR) 12.1% შეადგინა. ამის…
2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვების შევსება განაგრძო, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.…
პირველი, მეშვიდე, მეათე კლასის სახელმძღვანელოების ბეჭდვის პროცესი დასრულების პროცესშია – 14 სექტემბრის ჩათვლით, ყველა სკოლაში იქნება ყველა სახელმძღვანელო დარიგებული, – ამის…