მთავრობა შაქრის იმპორტზე ერთი წლით გადასახადს აწესებს

მთავრობა შაქრის იმპორტზე ერთი წლით გადასახადს აწესებს

“ქართული ოცნების” მთავრობამ შაქრის იმპორტზე გადასახადის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. 10 აპრილს გამოქვეყნებული დადგენილების მიხედვით, 100 კგ-ზე მეტი ოდენობის შაქრის იმპორტისას, 1 კგ. შაქარი 40 თეთრის გადასახადით დაიბეგრება, ანუ ტონაზე 400 ლარით.

დადგენილება 2025 წლის 22 აპრილიდან ამოქმედდება და ძალაში 2026 წლის 22 აპრილამდე იქნება.

გადასახადი 1701 91 000 00, 1701 99 100 00 და 1701 99 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებულ შაქარს შეეხება. გამონაკლისია შაქარზე გაცემული პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის საგადასახადო შეღავათის გამოყენების შემთხვევა.

ამასთან, დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება იმ შაქრის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმებაზე, რომლის საზღვაო გზით ტრანსპორტირება დაიწყო მის გამოქვეყნებამდე.

აღსანიშნავია, რომ შაქრის იმპორტზე დროებითი გადასახადი ასევე მოქმედებდა 2023 წლის 20 ნოემბრიდან 2024 წლის 1 ივლისამდე. მაშინ, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი, ოთარ შამუგია აცხადებდა, რომ შაქრის იმპორტზე გადასახადის დაწესების მთავარი მიზანი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა და “აგარის შაქარში” დასაქმებული 500-მდე ადამიანი იყო. “ეს არის საწარმოს მუშაობისთვის ხელშეწყობა, ვინაიდან დღეს ბაზარზე შეიქმნა ისეთი ვითარება, რომ იმპორტი ხორციელდება იმდენად დაბალ ფასში, რომ საწარმო გაჩერების პირას დადგა”,- ამბობდა შამუგია. საქართველოში შაქრის ერთადერთი მწარმოებელი “აგარის შაქრის კომპანიაა”, რომელიც შიდა ქართლში მდებარე გადამმუშავებელ ქარხანას ფლობს.

მსგავსი სიახლეები

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე სანქციები მკაცრდება – დეტალები

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე სანქციები მკაცრდება – დეტალები

საქართველოს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე სანქციების მნიშვნელოვან…
რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

17 მარტს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია: 1 აშშ დოლარი 2.7290 ლარი. გაუფასურდა 0.31 თეთრი; 1 ევრო 3.1261…
ილია მეორე საავადმყოფოში გადაიყვანეს

ილია მეორე საავადმყოფოში გადაიყვანეს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კავკასიის მედიცინის ცენტრში (CMC) გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, პატრიარქის მდგომარეობა წუხელ დამძიმდა. ამ…