იანვარ-მარტში საქართველოში ავტომობილების იმპორტი მცირედით გაიზარდა, თუმცა მსუბუქი ავტომობილები ქვეყნის სავაჭრო ბრუნვაში უმსხვილესი საქონლის რეიტინგებში, როგორც იმპორტის ასევე ექსპორტის მხრივ პირველ ადგილს იკავებს.
საქსტატის მიხედვით, წლის ამ პერიოდში ავტომობილების იმპორტი მცირედ 0.3%-ით 622.2 მლნ. აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც მთელი იმპორტის 14.8%-ია. რაც შეეხება ექსპორტს, საქართველოდან ნახევარ მილიარდზე მეტი ღირებულების ავტომობილები გადაიყიდა, რაც მთლიანი ექსპორტის 35.7%-ია, ხოლო ზრდა გასულ წელთან შედარებით 12.8%.
მსუბუქი ავტომობილების TOP-10 საექსპორტო ქვეყანა 2025 წლის 3 თვეში:
ყირგიზეთი – $268,5 მლნ ( 8 506 ერთეული);
ყაზახეთი – $146,6 მლნ (8 227 ერთეული);
აზერბაიჯანი – $50.7 მლნ (1,957 ერთეული);
სომხეთი – $12.1 მლნ (530 ერთეული);
ტაჯიკეთი – $8.4 მლნ (350 ერთეული);
უზბეკეთი – $6.5 მლნ ( 545 ერთეული);
არაბთა გაერთიანებული საამიროები – $1.4 მლნ (27 ერთეული);
უკრაინა – $1.4 (146 ერთეული);
თურქეთი – $956.6 ათასი (88 ერთეული);
მოლდოვა – $717.1 ათასი (61 ერთეული.
მსუბუქი ავტომობილების TOP-10 იმპორტიორი ქვეყანა 2025 წლის 3 თვეში:
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 16.8 პროცენტით მეტი, სულ 4.1…
გასული სავაჭრო კვირის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით 0.08 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც გაცვლითმა კურსმა 2.5926 ლარი შეადგინა. ეროვნული ვალუტა ევროსთან 2.26…
თბილისში საახალწლო ილუმინაციებისა და კონსტრუქციების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, 20 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე, დედაქალაქის რამდენიმე ლოკაციაზე საავტომობილო გადაადგილება…