როგორ შეიცვალა ფქვილისა და ხორბლის იმპორტი, ფქვილზე იმპორტის გადასახადის დაწესებით?

როგორ შეიცვალა ფქვილისა და ხორბლის იმპორტი, ფქვილზე იმპორტის გადასახადის დაწესებით?

წელს, იანვარ-მარტში საქართველომ 15.5 მლნ აშშ დოლარის 63,326 ტონა ხორბალი და მესლინი შეიძინა, რაც გასული წლის საანგარიშო პერიოდზე თანხაში 2.6%-ით მეტია, რაოდენობაში კი, 3%-ით.

რაც შეეხება ფქვილს, იმპორტი თანხაში 39.2%-ით 2.8 მლნ აშშ დოლარამდე, რაოდენობაში კი 50%-ით 9,247 ტონამდეა შემცირებული. მთავარი იმპორტიორი ტრადიციულად კვლავ რუსეთია.

შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ფქვილის იმპორტის შემცირების მიზეზი მთავრობის მიერ შემოღებული საიმპორტო გადასახადია, რომელიც იმპორტირებულ პროდუქტზე ქართველი მეხორბლეებისა და ადგილობრივი წისქვილების ხელშეწყობის მიზნით დაწესდა. უფრო კონკრეტულად, აღნიშნული ბაჟი 2023 წლის ივნისიდან მოქმედებს და ტონაზე 50 ლარს შეადგენდა. მოგვიანებით, 2023 წლის 10 ოქტომბრიდან, 250 ლარამდე გაიზარდა. გადასახადის დაწესება, მეწარმეებისა და სამინისტროს განმარტებით განპირობებული იყო რუსეთის მიერ ხორბალზე საბაჟო გადასახადის დაწესებით, რამაც ფქვილის იმპორტი დრამატულად გაზარდა, ხორბლის კი შეამცირა. ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია, მაშინ ამბობდა, რომ გადასახადი “თანაბარ პირობებს უზრუნველყოფდა”.

უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წლებში საქართველოსთვის ხორბლის მთავარი მომწოდებელი რუსეთი იყო, წელს კი ყაზახეთის მიერ ხორბლის ექსპორტისას ტრანსპორტირებისთვის საჭირო ხარჯების თანადაფინანსებამ, ქვეყანაში ყაზახური ხორბლის იმპორტს შეუწყო ხელი.

ხორბლის იმპორტიორი ქვეყნები 2025 წელს:

  • რუსეთი – 10.6 მლნ აშშ დოლარის 42,089 ტონა;
  • ყაზახეთი – 4.8 მლნ აშშ დოლარის 21,236 ტონა;
  • აშშ – 2.1 ათასის 5 კგ.

უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, საქართველოს ყაზახეთიდან არც ერთი კგ. ხორბალი არ ჰქონდა შეძენილი.

ფქვილის იმპორტიორი ქვეყნები 2025 წელს:

  • რუსეთი – 2.4 მლნ აშშ დოლარის 8,557 ტონა;
  • თურქეთი – $889 ათასის 536.9 ტონა;
  • იტალია – $111.7 ათასის 95.2 ტონა;
  • ბელარუსი – $11.3 ათასის 24.7 ტონა;
  • საფრანგეთი – $8.8 ათასის 5.2 ტონა;
  • ლიეტუვა – $8.5 ათასის 25 ტონა.

 

შეგახსენებთ, ფქვილზე, ქერსა და ქატოზე საიმპორტო გადასახადი ბოლოს 1-ელ აპრილს განუსაზღვრელი დროით გახანგრძლივდა.

მაშინ ძალაში დარჩა 28 თებერვლის დადგენილების მიხედვით განსაზღვრული ფასები, 200 კგ-ზე მეტი ოდენობის ხორბლის ფქვილის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმებისას, ყოველ კილოგრამზე 0.30 ლარი, ანუ ტონაზე 250 ლარი.

ქერსა და ქატოზე გადასახადი კვლავ 0.20 ლარი, ანუ ტონაზე 200 ლარია. 

ბიემჯი

მსგავსი სიახლეები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-მა, ისრაელმა და ლიბანმა სამმხრივ ჩარჩო შეთანხმებას მოაწერეს ხელი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-მა, ისრაელმა და ლიბანმა სამმხრივ…

აშშ-მა, ისრაელმა და ლიბანმა სამმხრივ ჩარჩო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. “დღეს, ისრაელისა და ლიბანის მთავრობებმა მამაცი…
2025 წელს წყალმომარაგების სისტემით მოსარგებლეთა რაოდენობა 2.9 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

2025 წელს წყალმომარაგების სისტემით მოსარგებლეთა რაოდენობა 2.9 პროცენტით გაიზარდა…

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წელს საქართველოში წყალმომარაგებით საქმიანობას ახორციელებდა 28 საწარმო, რომელთა მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული წყლის მოცულობამ 258.6…
რკინიგზის გამტარუნარიანობა 30 მილიონ ტონამდე გაიზრდება – ირაკლი კობახიძე

რკინიგზის გამტარუნარიანობა 30 მილიონ ტონამდე გაიზრდება – ირაკლი კობახიძე

მნიშვნელოვანი ცვლილებები გატარდა „საქართველოს რკინიგზაში“, მხოლოდ რკინიგზაში შტატების ოპტიმიზაციის შედეგად წლიურ ჭრილში იზოგება 24 მილიონი ლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,…