აშშ 2025 წელს ტურიზმიდან $12 მილიარდის შემოსავალს დაკარგავს – Bloomberg

აშშ 2025 წელს ტურიზმიდან $12 მილიარდის შემოსავალს დაკარგავს – Bloomberg

ამერიკის შეერთებული შტატები მიმდინარე წელს ტურიზმიდან $12.5 მილიარდის შემოსავალს დაკარგავს, ვიზიტორთ დანახარჯები კი წლის ბოლომდე $169 მილიარდამდე შემცირდება. შესაბამისად, ვიზიტორთა დანახარჯები წლიურად 7%-ით, პიკურ 2019 წელთან შედარებით კი 22%-ით დაიკლებს – ამის შესახებ მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოს იმ კვლევაშია საუბარი, რომელიც Bloomberg-მა გაავრცელა.

საბჭოს თანახმად, გამოკვლეული 184 ქვეყნიდან აშშ ერთადერთია, რომელიც წელს ტურიზმიდან შემოსავალს დაკარგავს. როგორც საბჭოს პრეზიდენტმა და CEO-მ ჯულია სიმპსონმა აღნიშნა, “სხვა ქვეყნები ტურისტების დასახვედრად ხალიჩებს შლიან, შეერთებულ შტატებს კი კარზე “დაკეტილია” ნიშანი აქვს გამოკრული”.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის ტურისტული შედეგები შესაძლოა სავალალო აღმოჩნდეს ქვეყნის ეკონომიკისთვის, რომელშიც სექტორი 9%-იან წილს იკავებს და $2.6 ტრილიონადაა შეფასებული. ტურიზმის სექტორი 20 მილიონ ადამიანს ასაქმებს და, შემოსავლების სახით, $585 მილიარდს აგენერირებს.

კვლევის თანახმად, კლების გამომწვევი პრობლემები ქვეყანაში წლების განმავლობაში, ჯერ კიდევ ბაიდენის პრეზიდენტობის დროიდან მწიფდებოდა. სექტორზე გავლენა მოახდინა კოვიდშეზღუდვებმა, რომლებიც აქ სხვა ქვეყნებზე დიდხანს გაგრძელდა. ტურიზმი შეაფერხა დოლარის გამყარებამაც, რადგან ქვეყნის სტუმრების დიდი ნაწილი იაპონიიდან და ევროპიდან მოდიოდნენ.

თუმცა აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მონაცემებიდან ჩანს, რომ ახალი ადმინისტრაციის “შეერთებული შტატები უპირველესყოვლისა” პოლიტიკის წყალობით, მოგზაურთა ქცევა კიდევ უფრო შეიცვალა: “კანონმდებლებმა ტურიზმის სექტორი არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებში არ უნდა არიონ. დახვეწილ სისტემას შეუძლია ბალანსის შენარჩუნება, ქვეყნის იმ კუნძულად გადაქცევის გარეშე, სადაც ჩასვლა არავის უნდა”, – განაცხადა ჯულია სიმპსონმა.

2025 წლის მარტის მონაცემებით, აშშ-ში გაერთიანებული სამეფოდან ტურისტების რაოდენობა წლიურად 15%-ით შემცირდა, გერმანიიდან – 28%-ით, სამხრეთ კორეიდან – 15%-ით.

დანაკლისის კომპენსირება აშშ-ს ადვილად არ შეეძლება – ტურიზმის ეკონომიკის 90% უკვე ისედაც მოდის ადგილობრივ ტურიზმზე – ამერიკელთა 50 შტატში მოგზაურობა კი სექტორის ზრდას აფერხებს.

მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსესა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე შეხვედრაზე, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს…
რევაზ სოხაძე – ჩვენ არ გვინდა, უბრალოდ ავაშენოთ ინფრასტრუქტურა. მგვინდა, ახალი არქიტექტურული ღირებულება შევქმნათ

რევაზ სოხაძე – ჩვენ არ გვინდა, უბრალოდ ავაშენოთ ინფრასტრუქტურა.…

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ საერთაშორისო არქიტექტურული ფორუმი SHARE Georgia 2026 გახსნა. მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და…
დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის მიმართვა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში – მაკა ბოჭორიშვილი

დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის მიმართვა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში – მაკა…

გაეროს გენერალური ასამბლეა დღეს ოფიციალურად იხსნება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მასში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი დონის დელეგაციები. “ეს არის ზოგადად ძალიან კარგი…