რამ გამოიწვია I კვარტალში სარკინიგზო ტვირთების კლება – Kairos logistics-ის შეფასება

რამ გამოიწვია I კვარტალში სარკინიგზო ტვირთების კლება – Kairos logistics-ის შეფასება

2025 წლის პირველ კვარტალში პორტების ტვირთბრუნვა გაიზარდა, რკინიგზის კი შემცირდა. წლის პირველ სამ თვეში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 3 მლნ 709 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც წლიურად 9.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა კი სამ თვეში 7%-ით შემცირდა და 3 მილიონი ტონა შეადგინა.

როგორც BMG-სთან “კაიროს ლოგისტიკის” გენერალური დირექტორი აცხადებს, პირველ კვარტალში რკინიგზის გადაზიდვების კლება სავარაუდოდ, იმ გარემოებითაა გამოწვეული, რომ მეზობელ ქვეყნებში ზამთრის პერიოდში არახელსაყრელმა ამინდებმა ტვირთების მიღება საქართველოშიც შეაყოვნა.

კომპანიაში ვარაუდობენ, რომ წლის განმავლობაში სარკინიგზო ტვირთების მიმართულებით ზრდის ტენდენცია დაფიქსირდება, თუმცა აღნიშნავენ, რომ საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში ტვირთების შესანარჩუნებლად კვლავ ბევრი რამაა გასაკეთებელი.

“გადაზიდვებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს უამინდობაც, მათ შორის კასპიის ზღვაში შტორმის გამო დაგვიანებები გვქონდა. ზოგი კონტეინერი, რომელიც პირველ კვარტალში უნდა მიგვეღო, აპრილში მივიღეთ. იგივე შეგვიძლია ვთქვათ სარკინიგზო მიმართულებაზეც. ის შეკვეთები, რომელიც თებერვალ-მარტში უნდა დაგვესრულებინა, გადაგვეწია, სარკინიგზო ტვირთების შემთხვევაშიც ამან დაყოვნებები გამოიწვია, დაახლოებით 3-4-კვირიანი დაგვიანებები იყო. ამიტომ წლის ბოლოს დაველოდებოდი, მოლოდინი გვაქვს, რომ წლის ჭრილში მაინც ზრდა იქნება. შესაძლოა, არა ისეთი, როგორიც ორი წლის წინ იყო, თუმცა სტაბილური ტრენდი შენარჩუნებული იქნება.

რაც შეეხება შიდა გამოწვევებს, რკინიგზის შემთხვევაში, ბუნებრივია დასამატებელია ლოკომოტივები, გამოწვევებს შორისაა ასევე სიჩქარე, გამტარუნარიანობა. რაც შეეხება საზღვაო ინფრასტრუქტურას, გვჭირდება დიდი პორტი, რომ პანამაქსის ტიპის გემები მივიღოთ. ასევე გვჭირდება კონკურენცია, რომ სატარიფო პოლიტიკა ადეკვატური იყოს, რადგან ერთ-ერთი ყველაზე ძვირიანი პორტები გვაქვს შავ ზღვასა და ხმელთაშუა ზღვაში”, – განაცხადა მიხეილ ნამადოვმა.

 

ბიემჯი

მსგავსი სიახლეები

ლარში ცალკეული ტიპის სესხები გაიაფდა, უცხოურ ვალუტაში კი ფინანსური პირობების გამკაცრებაა მოსალოდნელი – სებ

ლარში ცალკეული ტიპის სესხები გაიაფდა, უცხოურ ვალუტაში კი ფინანსური…

საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, საქართველოში საკრედიტო აქტივობა მზარდია, თუმცა სესხებზე საპროცენტო განაკვეთების დინამიკა ვალუტისა და სესხის ტიპის მიხედვით განსხვავდება. მონეტარული პოლიტიკის…
მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სიროჯიდინ მუხრიდინს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სიროჯიდინ მუხრიდინს შეხვდა

ბათუმში, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს სიროჯიდინ მუხრიდინს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  უწყების…
ციფრული ლარი საპილოტე პროექტია და ამ ეტაპზე მისი საყოველთაო შემოღება არ იგეგმება – სებ

ციფრული ლარი საპილოტე პროექტია და ამ ეტაპზე მისი საყოველთაო…

ციფრული ლარი საპილოტე პროექტია და ამ ეტაპზე მისი საყოველთაო შემოღება არ იგეგმება, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული. „საქართველოს…