მთავრობამ სახელმწიფო კომპანიის შვილობილს კუმისის ტბაში სამკურნალო ტალახის მოპოვების ლიცენზია 12 წლით პირდაპირი წესით მისცა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 908-ე განკარგულებიდან ირკვევა.
დოკუმენტის მიხედვით, მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო თანხმობას გასცემს კომპანია „წყალტუბოს თერმულ წყლებზე“ კუმისის ადმინისტრაციულ ერთეულში, კუმისის ტბაში, ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისთვის 300 ტონა სამკურნალო ტალახის მოპოვების ლიცენზიას 12 წლით – 2037 წლის 26 მაისამდე გასცემს.
ლიცენზიის მფლობელ კომპანიას კი ევალება ლიცენზიის ძალაში შესვლიდან 3 წლის ვადაში შეისწავლოს სასარგებლო წიაღისეულის რესურსი, გამოთვალოს სამკურნალო ტალახის მარაგები და უზრუნველყოს სასარგებლო წიაღისეულის მარაგების ანგარიშის შესაბამის ორგანოში დასამტკიცებლად წარდგენა. მარაგების დამტკიცების შემდეგ კი საბადოს მარაგების სრული ათვისება უზრუნველყოს.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით „წყალტუბოს თერმული წყლები“ 2021 წელს არის რეგისტრირებული და მის 100%-იან წილს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შპს აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია ფლობს. მისი დირექტორი შალვა ქასრაშვილია.
ქუთაისი ყოველთვის იყო განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა ჩვენს ქვეყანაში.დღეიდან კი, ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით, ქუთაისი ასევე ხდება საქართველოს ტექნოლოგიური…
სემეკ-მა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ავრცელებს. კომისიის ცნობით, სემეკ-ის…
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს წუხილს ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ…