თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელეს მიმდებარედ 50 მეგავატის სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება. პროექტს კომპანია “დიემენ ვინდი” ახორციელებს. პროექტთან დაკავშირებით გზშ ნებართვის მისაღებად კომპანიამ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს უკვე მიმართა.
წარდგენილი სკოპინგის ანგარიშის თანახმად, ელექტროსადგური 7 ქარის ტურბინისგან იქნება დაკომპლექტებული, რომელთაგან თითოეულის სიმძლავრე 7.5 მეგავატი იქნება.
წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, ქარის ელექტროსადგურები კომპანია Goldwind (GW182) მოდელის ქარის ტურბინა გენერატორებით აღიჭურვება.
ტურბინის კოშკის (ღერძის) სიმაღლე 110 მეტრი, ხოლო როტორის დიამეტრი 182 მეტრს შეადგენს. ქარის ტურბინა მოძრაობას იწყებს მაშინ, როდესაც ქარის სიჩქარე 2.5 მეტრ წამს გადააჭარბებს, ხოლო 24 მეტრ წამზე უფრო ძლიერი ქარის პირობებში ის უსაფრთხოების მიზნით ჩერდება. შესაბამისად, ქარის ტურბინა 2.5-დან 24 მეტრ წამამდე სიჩქარეებზე ოპერირებს.
კომპანია “დიემენ ვინდი” 2023 წლის ივნისში არის რეგისტრირებული და მისი 100%-იანი წილი ეკუთვნის ბიზნესმენ ზაურ გაბაიძეს.
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ველისლავა პეტროვა-ჩამოვას შეხვდა.…
შშ-ის საელჩოში სტაჟირების პროგრამა გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ საქართველოში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს. სტაჟირების პროგრამა გამოცხადებულია საჯარო დიპლომატიის, ობიექტების მართვისა…
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 68.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილეს საექსპორტო…