ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მიხეილ მაღლაკელიძე დაინიშნა.

საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც აპრილის დასაწყისში ამ თანამდებობაზე დანიშნული ირაკლი ბერაია, 16 ივნისს შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გადაიყვანეს.

ფინანსთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრის 2025 წლის 24 ივნისის ბრძანებით მიხეილ მაღლაკელიძე დაინიშნა.

უწყების ცნობით, მიხეილ მაღლაკელიძეს 2019 წლიდან დღემდე შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

გასულ წლებში, მიხეილ მაღლაკელიძე სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საქალაქო სამსახურში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროს სისტემაში – იყო ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსი, ასევე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსის მოადგილე.

მსგავსი სიახლეები

გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს, წმინდანისა, რომელიც არის ადამიანურ ცდუნებაზე ამაღლების, რწმენისათვის ღმერთისთვის თავგანწირვის სიმბოლო – ირაკლი კობახიძე

გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს, წმინდანისა, რომელიც არის ადამიანურ ცდუნებაზე ამაღლების,…

გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს, ჩვენი ქვეყნის მფარველი წმინდანის დღეს, წმინდანისა, რომელიც არის ადამიანურ ცდუნებაზე ამაღლების, რწმენისთვის, ღმერთისთვის თავგანწირვის სიმბოლო. ღმერთმა და წმინდა…
განათლების სამინისტრო სკოლებში საგაკვეთილო საათების განაწილების წესს ცვლის – სახალხო დამცველი

განათლების სამინისტრო სკოლებში საგაკვეთილო საათების განაწილების წესს ცვლის –…

განათლების სამინისტრომ გაიზიარა სახალხო დამცველის წინადადებები, რომელიც მასწავლებელთა მიმართ თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფისა და დისკრიმინაციის პრევენციას უკავშირდება. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, დაგეგმილი ცვლილებების…
2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოს რკინიგზამ 4 მლნ დონაზე მეტი ტვირთი გადაზიდა – საქსტატი

2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოს რკინიგზამ 4 მლნ დონაზე…

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 16.8 პროცენტით მეტი, სულ 4.1…