დევნილი უკრაინელი ოჯახების 300 ლარიანი დახმარებების ვადა 1 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა

დევნილი უკრაინელი ოჯახების 300 ლარიანი დახმარებების ვადა 1 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა

საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ, ამჯერად 2025 წლის 1 ოქტომბრამდე გაახანგრძლივა უკრაინიდან დევნილი ოჯახების 300-ლარიანი დახმარების და ოჯახის წევრებზე თვეში 45 ლარის სოციალური შემწეობების გაცემა – ამას ითვალისწინებს “ოცნების” მთავრობის 4 ივლისის განკარგულება, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

ამ სოციალურ დახმარებას მთავრობა 2022 წლის 13 ივლისიდან გასცემს და ის რეგულარულად ხანგრძლივდება.

ფინანსთა სამინისტროს თანახმად, ყოველთვიურად ამ დახმარებაზე დაახლოებით 900,000-950,000 ლარი იხარჯება.

„უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეთა და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირთათვის სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 ივლისის N1254 განკარგულების შესაბამისად სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებდა დახმარების გაცემას ოჯახზე თვეში 300 ლარის ოდენობით, ხოლო საარსებო პირობების უზრუნველსაყოფად – პირზე 45 ლარის ოდენობით. ამ მიზნით იანვარში დახმარება გაეწია 2 400 ოჯახს (4 330 პირს), თებერვალში – 2 556 ოჯახს (4 578 პირს), მარტში – 2 487 ოჯახს (4 461 პირს),”- ნათქვამია 2025 წლის პირველი კვარტალის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში.

შესაბამისად, ამ დახმარების წლიური ხარჯი დაახლოებით 10-11 მილიონი ლარის ფარგლებში მერყეობს და ის ქვეყანაში მუდმივად მყოფი უკრაინელი დევნილების რაოდენობაზე არის დამოკიდებული.

მსგავსი სიახლეები

გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს, წმინდანისა, რომელიც არის ადამიანურ ცდუნებაზე ამაღლების, რწმენისათვის ღმერთისთვის თავგანწირვის სიმბოლო – ირაკლი კობახიძე

გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს, წმინდანისა, რომელიც არის ადამიანურ ცდუნებაზე ამაღლების,…

გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს, ჩვენი ქვეყნის მფარველი წმინდანის დღეს, წმინდანისა, რომელიც არის ადამიანურ ცდუნებაზე ამაღლების, რწმენისთვის, ღმერთისთვის თავგანწირვის სიმბოლო. ღმერთმა და წმინდა…
განათლების სამინისტრო სკოლებში საგაკვეთილო საათების განაწილების წესს ცვლის – სახალხო დამცველი

განათლების სამინისტრო სკოლებში საგაკვეთილო საათების განაწილების წესს ცვლის –…

განათლების სამინისტრომ გაიზიარა სახალხო დამცველის წინადადებები, რომელიც მასწავლებელთა მიმართ თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფისა და დისკრიმინაციის პრევენციას უკავშირდება. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, დაგეგმილი ცვლილებების…
2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოს რკინიგზამ 4 მლნ დონაზე მეტი ტვირთი გადაზიდა – საქსტატი

2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოს რკინიგზამ 4 მლნ დონაზე…

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 16.8 პროცენტით მეტი, სულ 4.1…