მარაბდა-კარწახის რკინიგზამ 2024 წელს ₾167 მილიონით იზარალა

მარაბდა-კარწახის რკინიგზამ 2024 წელს ₾167 მილიონით იზარალა

მარაბდა-კარწახის რკინიგზამ 2024 წელს 167 მილიონი ლარით იზარალა, ამის შესახებ კომპანიის ფინანსური ანგარიშგებიდან ხდება ცნობილი. ეს 2023 წელს დაფიქსირებულ 29-მილიონიან ზარალზე თითქმის ექვსჯერ მეტია.

ამასთან კომპანიას უკვე აქვს წლების განმავლობაში დაგროვილი 1 მილიარდი ლარის საოპერაციო ზარალი.

ფინანსური ანგარიშგების თანახმად, 2024 წელს ზარალის მთავარი მიზეზი კურსთაშორისი სხვაობის ეფექტი გახდა, რამაც ლარებში კომპანიის ვალი 121 მილიონი ლარით გაზარდა. კურსთაშორისი სხვაობის ზარალის გარდა, კომპანიას ასევე 26 მილიონი ლარის საოპერაციო ზარალი და 17 მილიონის ფინანსური ხარჯები გააჩნდა.

მარაბდა-კარწახის რკინიგზის კომპანია “ბაქო-თბილისი-ყარსის” რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობისთვის დაფუძნდა.

ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) რკინიგზის ტექნიკური დიზაინი წლიურად 5 მილიონი ტონა ტვირთის გატარებას მოიცავს. პროექტის საქართველოს მონაკვეთი საქართველოში აზერბაიჯანის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სესხით, აზერბაიჯანულმა სამშენებლო კონტრაქტორებმა ააშენეს, რომლის ჯამური სასესხო დაფინანსება 775 მილიონ დოლარს შეადგენდა.

ცნობისთვის, დაახლოებით ორი წლის წინ, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს ნაწილის გაფართოებისთვის 100 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდებოდა. სამუშაოები 1,5 წელიწადში უნდა დასრულებულიყო, თუმცა აღნიშნული მიმართულებით ახალი $100-მილიონიანი ინვესტიციები არ განხორციელებულა.

აღსანიშნია, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი 2017 წლის 30 ოქტომბერს ამოქმედდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის 98 კმ-იანი რკინიგზა, რომლის 68 კმ თურქეთის ტერიტორიაზეა, 30 კმ კი საქართველოს ტერიტორიაზე. ამავე პროექტით საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ-იანი სარკინიგზო მონაკვეთის რეკონსტრუქცია მოხდა. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის საერთო სიგრძე 827 კმ-ია.

თუმცა 2017 წლის შემდგომ რკინიგზა მხოლოდ სატესტო რეჟიმში ოპერირებს.

მსგავსი სიახლეები

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე სანქციები მკაცრდება – დეტალები

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე სანქციები მკაცრდება – დეტალები

საქართველოს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე სანქციების მნიშვნელოვან…
რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

17 მარტს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია: 1 აშშ დოლარი 2.7290 ლარი. გაუფასურდა 0.31 თეთრი; 1 ევრო 3.1261…
ილია მეორე საავადმყოფოში გადაიყვანეს

ილია მეორე საავადმყოფოში გადაიყვანეს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კავკასიის მედიცინის ცენტრში (CMC) გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, პატრიარქის მდგომარეობა წუხელ დამძიმდა. ამ…