„ევროპიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა ყოველთვიურად მცირდება“ – როგორ მიმდინარეობს ზაფხულის ტურისტული სეზონი იმერეთში?

„ევროპიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა ყოველთვიურად მცირდება“ – როგორ მიმდინარეობს ზაფხულის ტურისტული სეზონი იმერეთში?

ტურისტული კომპანია Travel To Georgia-ს დირექტორის ლაშა ბერეკაშვილის თქმით, ისრაელ-ირანს შორის დასრულებული საომარი მოქმედებების შემდეგ იმერეთში ტურისტების რაოდენობა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან გაიზარდა. როგორც ზაფხულის ტურისტული სეზონის შეფასებისას ბერეკაშვილმა აღნიშნა, წელს აქტიურია აზიური ბაზარი, ევროპის მიმართულება კი კლებას აჩვენებს, რაც თავის მხრივ შემცირებულ შემოსავლებში ითარგმნება. „წინა პერიოდში ისრაელ-ირანს შორის არსებული საომარი მოქმედებების გამო აქტივობა შეჩერებული იყო, იცით რომ „ვიზეარი“ დიდ მიმართულებას ავითარებს ახლო აღმოსავლეთში და სპარსეთის ყურის ქვეყნების წილი მნიშვნელოვანია იმერეთისთვის, შესაბამისად, იმ პერიოდში ჯავშნების გაუქმების დიდი წილი გვქონდა. სტატისტიკა ამჟამად გაუმჯობესებისკენ მიდის. რაც მშვიდობის კონტურები გამოჩნდა, აღდგენაც დაიწყო. რაც გვახარებს ის არის, რომ ისრაელიდან ვიზიტორების რაოდენობამ იმატა. სამწუხაროდ, ევროპელი ქვეყნებიდან ოპტიმიზმის საფუძველი არ გვაქვს, ყოველთვიურად კლებისკენ მიდის ეს მაჩვენებლები და არა ზრდისკენ. ტურიზმის დიდი ნაწილი ევროპელი ტურისტების გამასპინძლებაზე იყო აწყობილი და მათი დიდი წილი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებს აქვთ ჩანაცვლებული. ასეთი ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფები ჩამოდიან ქვეყანაში, რომლებიც ვერ აკომპენსირებენ იმ შემოსავლებს, რა შემოსავალსაც ტოვებდნენ ევროპელი ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები. ასევე ჩვენი წილი უნდა იყოს შიდა ტურიზმიც, მაგრამ ამას ბოლო წლებია ხელს სხვადასხვა ფაქტორი უშლის, განსაკუთრებით გამოვყოფ ისევ ლოგისტიკას. ეს არის სარკინიგზო მიმოსვლა, იცით რომ ქუთაისსა და თბილისს შორის პირდაპირი რეისი არ არის. ქუთაისს არ გააჩნია ერთი ფანჯრის პრინციპით მოქმედი საერთაშორისო დონის ავტოსადგური. ასევე ქუთაისში ისევე როგორც იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში ტურისტული სერვისების გამართვის და მიწოდების პრობლემებია, რაც ვიზიტორების შემოსვლას უშლის ხელს“, – განაცხადა ბერეკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

რა სქემით დაასუბსიდირებს მთავრობა სატბორე მეურნეობებს – განმარტება

რა სქემით დაასუბსიდირებს მთავრობა სატბორე მეურნეობებს – განმარტება

საქართველოს მელიორაცია განმარტავს, რა სქემით დაასუბსიდირებს მთავრობა სატბორე მეურნეობებს. მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, მოხმარებლები გადაიხდიან მომსახურების საფასურის გათვალისწინებით გადასახდელი თანხის 20%-ს, მაგრამ…
2012 წელს ქვეყნის მასშტაბით 11 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა, დღეს კი 127 მისამართზეა ხელმისაწვდომი – ირაკლი კობახიძე

2012 წელს ქვეყნის მასშტაბით 11 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა, დღეს…

“დღეს ხელვაჩაურში ვხსნით იუსტიციის სახლს, რომელიც აჭარაში არის რიგით მეცხრე”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე…
ახალი იუსტიციის სახლები გაიხსნება მცხეთაში, ახმეტაში, ჭალასა და ზოდში – იუსტიციის მინისტრი

ახალი იუსტიციის სახლები გაიხსნება მცხეთაში, ახმეტაში, ჭალასა და ზოდში…

ხელვაჩაურში იუსტიციის სახლი რამდენიმე წუთის წინ გაიხსნა. გახსნის ღონისძიებაზე იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ ახალი იუსტიციის სახლები ასევე გაიხსნება მცხეთაში, ახმეტაში,…